ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№48

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 27.11, 2023 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ორშაბათი

დღეს სავსემთვარეობაა. არ ვარგა ყიდვა-გაყიდვა, გასესხება-სესხება, თმის შეჭრა, ახალი საქმის დაწყება. კარგია სამეცნიერო კვლევა. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი, გიაცინტი ან ლაბრადორი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

სამშაბათი

მოიმატებს ინტუიცია. კარგია დიეტის დაწყება, საბანკო ოპერაციები. მოერიდეთ ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, თმის შეღებვას, ახალი საქმის დაწყებას. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ბეჟი, ნარინჯისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, ამაზონიტი, გიაცინტი ან ნეფრიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

შეამციეთ კონტაქტები. მოერიდეთ ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, ადგილსამყოფლის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ თეთრი, ვერცხლისფერი, იისფერი, მწვანე ან ცისფერი სამოსი ,ქვებიდან კი ზურმუხტი, ოპალი, აქატი, მარჯანი ან რუხი ტოპაზი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

მორიდეთ ქორწინებას, სახლის მშენებლობას, სესხის აღებას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ვაჭრობა. ატარეთ თეთრი, იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, ოპალი, მარგალიტი, ამეთვისტო ან აქატი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, ქორწინებას, სესხის აღებას. ნუ იქნებით ეჭვიანი. ატარეთ მწვანე, ცისფერი, თეთრი, ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, აქატი, მარჯანი, ბრილიანტი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი ,ღვიძლი, გული, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფლის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია მშენებლობის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი ან ქარვა . სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

კვირა

იღბლიანი დღეა მგზავრობისთვის. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ნიშნობას, ქორწინებას, ბინის შეცვლას. კარგია თმის შეჭრა, მშენებლობის დაწყება, საყიდლების გაკეთება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული