ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№47

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 20.11, 2023 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია აპარატურის შეძენა, სარემონტო სამუშაოები, ადგილსამყოფლის შეცვლა, სახლის მშენებლობა. არ ვარგა მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, ვერცხლისფერი, მწვანე, ლურჯი ან იისფერი სამოსი; ქვებიდან კი – საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი, მარგალიტი, ამეთვისტო ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ნერვული და ლიმფური სისტემა, ვენები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მერწყულებისთვის;

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის.

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

აკონტროლეთ ემოცია. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას ან მიცემას, საიდუმლო საქმეებს. კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა, ქორწინება, მგზავრობა, შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ ლურჯი, ვერცხლისფერი, იისფერი, ფირუზისფერი ან მწვანე სამოსი; ქვებიდან კი – მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები, თვალები.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის;

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის.

ოთხშაბათი

ნუ იკამათებთ. მოერიდეთ სესხის აღებას ან გაცემას, ახალი საქმის დაწყებას, სასიყვარულო კავშირებს და საიდუმლო საქმეებს. კარგია იურიდიული საქმიანობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, ლურჯი, ფირუზისფერი ან ყვითელი სამოსი; ქვებიდან კი – მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ლიმფური სისტემა, ტერფები, თავი, სისხლძარღვები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის;

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის.

ხუთშაბათი

ტრავმულ-ავარიაული დღეა, იყავით ფრთხილად. მოერიდეთ პლასტიკურ ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, ფინანსურ ოპერაციებს, თმის შეჭრას. კარგია მგზავრობა, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის;

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის.

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

ტრავმულ-ავარიული დღეა. იყავით ფრთხილად. აკონტროლეთ ემოცია, ნუ იკამათებთ. მოერიდეთ ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას. ატარეთ წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – წითელი იასპი, იაგუნდი, ლალი, სერდოლიკი ან ძოწი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის;

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის.

შაბათი

კარგია სიყვარულის ახსნა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მშენებლობა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარგალიტი ან ზურმუხტი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის;

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის.

კვირა

მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას. კარგია ახალი ნაცნობობა, სასიყვარულო კავშირები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, კრემისფერი ან ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარჯანი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, ყურები, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის;

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული