კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 13.11

ორშაბათი
გეომაგნტური დღე
დღეს ახალმათვარეობაა-მძიმე კოსმოსური ენერგიების დღე. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფლის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია სამეცნიერო კვლევა. ატარეთ ბორდოსფერი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე ან ყვითელი სამოსი ,ქვებიდან კი გიშერი, ოპალი. ტოპაზი, ზურმუხტი ან მარჯანი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
სამშაბათი
ნუ გარისკავთ და ნუ გადაიღლებით. არ ვარგა მშენებლობა, ყურის გახვრეტა. კარგია წყლის პროცედურები, უცხოელებთან კონტაქტი, მგზავრობა, კაპიტალდაბანდება. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, იაგუნდი, ნეფრიტი, სარდიონი ან საფირონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნოტური დღე
მოიმატებს ინტუიცია. მოერიდეთ ყურების გახვრეტას, მშენებლობას. კარგია მგზავრობა, მოგზაურობა, უცხოელებთან კონტაქტი, საზოგადოებრივი აქტიურობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ლაზურიტი, ლაბრადორი, ქარვა ან ლალი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
ხუთშაბათი
დაეყრდენით ინტუიციას. არ ვარგა სტომატოლოგიური პროცედურები, ქორწინება. კარგია უძრავი ქონების ან ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, მწვანე, ნაცრისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი ან მალაქიტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
პარასკევი
გეომაგნიტური დღე
არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, სტომატოლოგიური პროცედურები, ახალი კავშირები, გაცვლითი ოპერაციები. კარგია მანქანის და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სარესტავრაციო სამუშაოები. ატარეთ ყავისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი ,ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
შაბათი
მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს. მოიმატებს ინტუიცია. კარგია სამეცნიერო კვლევა, მანქანის შეძენა, მშენებლობა. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. ატარეთ კრემისფერი, მწვანე, ნაცრისფერი, წითელი, ყვითელი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, აკვამარინი, საფირონი, ძოწი ან ცირკონი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება ძვლოვანი და ნერვული სისტემა, თვალები, ხერხემალი, სახსრები, მუხლები.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის
ნეგატიური დღეა: თევზებისთვის
კვირა
მოერიდეთ საქმის გარჩევას. კარგია სახლის მშენებლობა, ადგილსამყოფლის შეცვლა, დიეტის დაწყება. ატარეთ წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, ცისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი ,ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ნეფრიტი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ვენები, ფეხის კუნთები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან