ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კურდღლის წელს პირად ცხოვრებაში მოულოდნელობები ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენელს ელოდება

№1

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 11.01, 2023 წელი

ასტროლოგია
დაკოპირებულია

2023 წელს პირად ცხოვრებაში მოულოდნელობები ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენელს ელოდება. ზოგიერთს დაუვიწყარი რომანი ელის, ზოგს - ფლირტი, ზოგსაც ცხოვრების ბრძნული გაკვეთილები. გირჩევთ, კარგად გაერკვეთ ცალკეულ სიტუაციაში, რათა არ გაირთულოთ ცხოვრება და მიიღოთ მეტი პოზიტივი. რომანტიკული შეხვედრები, მათ შორის ყოფილებთანაც, გაზაფხულზე გელოდებათ. თითოეული ემოციებისა და გრძნობების მორევში გადაეშვებით. იანვარ-ივნისის პერიოდში მოულოდნელი სიტუაციები იმატებს მარტოხელებისა და დაწყვილებულების ცხოვრებაშიც, ვისაც კი ცვლილებების სურვილი აქვს. მეტი დინამიკურობა და ინიციატივის გამოვლენა წლის მეორე ნახევრიდან ჯობია. აგვისტოსა და სექტემბერში გადაწყვეტილებები მეტი დაკვირვებით უნდა მიიღოთ.

ვერძი - ყურადღებით იყავით, რომ ემოციებს აყოლილი მარტო არ დარჩეთ. მარტოხელებმა შეიძლება ცდუნებას ვერ გაუძლოთ და რომანი დაოჯახებულ ადამიანთან გააბათ. ხშირად ჩართეთ გონება, მხოლოდ ფეთქებად იმპულსებს ნუ აჰყვებით. საუკეთესო წელია ნიშნობისა და ქორწინებისთვის.

კურო - მარტოხელა კუროები იანვარში მიხვდებით, რომ გვერდით საიმედო ადამიანი გჭირდებათ. დიდი შანსია, მოგზაურობისას საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. დაწყვილებულებმა ცხოვრება რომანტიკით გაიმრავალფეროვნეთ. არ გირჩევთ, მცირე უსიამოვნებები დრამატულად აღიქვათ.

ტყუპები - სერიოზული რომანის დაწყება შემოდგომაზე გელოდებათ, მანამდე კი ჩამოყალიბდით, როგორი პარტნიორი გსურთ გვერდით. დაწყვილებულები კი, თუ საყვარელ ადამიანს არ დაუთმობთ, ერთად დიდხანს ვერ გაჩერდებით.

კირჩხიბი - დაფიქრდით, გაიაზრეთ არსებული შეცდომები და მერე გადაწყვიტეთ, როგორი ადამიანი გჭირდებათ გვერდით. დაწყვილებულებისთვის მეტად სასიამოვნო იქნება წლის მეორე ნახევარი. მეუღლესთან ერთად შეძლებთ დიდი ხნის გეგმისა და მიზნის რეალიზებას.

ლომი - დაქორწინებულები იყავით აქტიური, რომ შეინარჩუნოთ და გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ვისაც ჯერ კიდევ არ უპოვია რჩეული, წლის ბოლოს, არის შანსი, რომ სასურველ ადამიანს შეხვდეთ. გამორიცხული არაა, ზოგიერთმა ყოფილთან განაახლოს ურთიერთობა.

ქალწული - მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ, მაგრამ ურთიერთობა განვითარდება თუ არა, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. დაწყვილებულებმა მეტად უნდა იზრუნოთ ურთიერთობის დათბობაზე. არ გირჩევთ კავშირის გაწყვეტას.

სასწორი - დაწყვილებულებმა მეტად მოინდომეთ, რომ მეუღლესთან ურთიერთობა გაიუმჯობესოთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობის შანსი ივლის-დეკემბერის განმავლობაში გეძლევათ. ნუ წუწუნებთ წვრილმანებზე.

მორიელი - დაივიწყეთ ყოფილები, ახლა ახალი ურთიერთობა უნდა დაიწყოთ. საყვარელ ადამიანს გრძნობები დაუმტკიცეთ ქცევით. დაწყვილებულები კი, მოეშვით უსაფუძვლო ეჭვიანობას. გაიმრავალფეროვნეთ ყოველდღიურობა, მოიწყვეთ რომანტიკული დღეები.

მშვილდოსანი - 2023 წელი სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ. ხოლო, თუ დაოჯახებული ხართ და კავშირის გაწყვეტაზე ფიქრობთ, ეს საუკეთესო წელია ამისთვის. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მომავალში უკეთესი ცხოვრება გელოდებათ.

თხის რქა - მიმოიხედეთ, შეიძლება, თქვენ გვერდით არის ადამიანი, ვისთან ერთადაც ცხოვრების გატარება მოგინდებათ. ყველაფერი იქნება მშვიდი და ჰარმონიული, თუ პარტნიორთან ერთად გადაწყვეტთ საჭირბოროტო საკითხების მოგვარებას. ხოლო, თუ დაოჯახებული ხართ და პრობლემები გაქვთ, ეცადეთ, აღადგინოთ მასთან სულიერი კავშირი, გრძნობები, ვნება და რომანტიკა.

მერწყული - გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან; მათთვის საინტერესო და მიმზიდველი გახდებით. პირად ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს უკვე იანვრიდან იგრძნობთ. დაწყვილებულებმა კი, მეუღლე სიურპრიზებით გაანებივრეთ.

თევზები - რეალური პარტნიორი მოძებნეთ. ივნისში შეიძლება დაუახლოვდეთ ადამიანს, ვისაც ადრე მეგობრად მიიჩნევდით. დაწყვილებულებმა კი, მოინდომეთ ყოველდღიურობა მეტად რომანტიკული და სიურპრიზებით აღსავსე გახადოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი