ჰოროსკოპი და შეუცნობელი

დადებით და უარყოფით აზრებს მოვლენების გამოწვევის ძალა აქვს

№7

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 21.02

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ადამიანის ცხოვრებაში მომხდარ ნებისმიერ მოვლენაზე დიდ გავლენას ახდენს კარმა და ვიღებთ იმას, რასაც გავცემთ. კარმა ძლიერად მოქმედებს სასიყვარულო ურთიერთობაზეც. სწორედ მასზეა დამოკიდებული, ამ მხრივ იღბლიანი და ბედნიერი იქნებით თუ არა და რამდენად გიმართლებთ ცხოვრებაში. თუ სიყვარულში ბედნიერების მიღწევა გსურთ, მაშინ რაღაც-რაღაცების გათვალისწინებაც მოგიწევთ.

კარმა თქვენ მიერ წარსულში და წინა ცხოვრებაში ჩადენილი საქციელის ასახვის პრინციპია. ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგი ქმედებები და მცდელობები კარგ კარმას გვაძლევს, ცუდს კი საწინააღმდეგო, ანუ ცუდი კარმისკენ მივყავართ. როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება, კარმის პრინციპები ცოტა უფრო რთულად აღსაქმელი ხდება. სიყვარული საკმაოდ რთული და ყველაფრის მომცველი გრძნობაა. მას შეუძლია, ყველაზე გონიერ ადამიანსაც კი დააკარგვინოს თავი და ისეთი სისულელეები ჩაადენინოს, რაც სხვისგან გაუკვირდებოდა. ამიტომ, თუ სიფრთხილე და წინდახედულობა არ გამოიჩინეთ, შეიძლება, თავადაც ვერ მიხვდეთ, ისე დააზიანოთ სასიყვარულო კარმა.

სასიყვარულო კარმის დაზიანება და დანგრევა შეუძლია ტყუილს, ღალატს, შეურაცხყოფას, ეჭვიანობასა და ასე შემდეგ. ჰარმონიულ სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობაში მცირედი ეჭვიანობა ან რაიმე მიზეზის გამო წარმოქმნილი დანაშაულის გრძნობაც კი საგრძნობლად აზიანებს სასიყვარულო კარმას და ის დანგრევამდე მიჰყავს. როცა წყვილის ურთიერთობაში ყველაფერი რიგზეა და უცბად შორდებიან, ეს, სწორედაც რომ, კარმის დაზიანების შედეგია.

თუ კარმის გამოსწორება გსურთ, ეცადეთ გამოასწოროთ, თუ წარსულში რაიმე ცუდი ჩაიდინეთ. შეიძლება, ეს ვერც მოხერხდეს, სამაგიეროდ, ამჟამინდელი პრობლემების მიზეზთა გაანალიზებით, შეგიძლიათ, სწორად განაგრძოთ წინსვლა და ჯანსაღი სასიყვარულო კარმა შეიქმნათ თქვენი მომავლისთვის. გამოხატეთ გრძნობები, შეეცადეთ, მუდმივად ასიამოვნოთ პარტნიორს. არ დაიშუროთ კომპლიმენტები. იყავით კეთილი და ყურადღებიანი. ეს ყველაფერი, ხელს უწყობს კარგი კარმის მოზიდვას თქვენს ურთიერთობაში. პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ, გადალახოთ ის გაღიზიანება, კონფლიქტური სიტუაციები და უარყოფითი ატმოსფერო, რაც ეჭვიანობის, წყენის, გარიყულობის, მიტოვების მიზეზი ხდება. არ ჩაიკეტოთ ამ დროს საკუთარ თავში, უმჯობესია, გულახდილად გაარკვიოთ სიტუაცია რჩეულთან. როდესაც ადამიანების მიმართ წყენასა და ბოღმას აგროვებთ, ეს თქვენს სასიყვარულო კარმასაც დიდ ზიანს აყენებს. ამ უარყოფით ემოციებს კი, უძლიერესი ენერგია აქვს, რომელსაც მთელი ცხოვრება ვერ მოიშორებთ და ნელ-ნელა საკუთარ ცხოვრებასაც დაანგრევთ.

დადებით და უარყოფით აზრებს მოვლენების გამოწვევის ძალა აქვს. თუ ნეგატიურად დაიტვირთებით, თქვენს ცხოვრებაში რაიმე ცუდი აუცილებლად მოხდება. მაგალითად, თუ ხშირად ფიქრობთ, რომ სასიყვარულო პარტნიორი გღალატობთ, ის აუცილებლად გიღალატებთ. ადამიანის ფიქრის რეალიზება რეალურად შესაძლებელია და ის კოსმოსიდან, სამყაროდან ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ. დადებითი მოვლენების მოსაზიდად აუცილებლად დადებითად უნდა იაზროვნოთ, უარყოფით აზრებს კი ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული