ფაქტები
ეს საინტერესოა
№38
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 30.09

* პიერ ჟიული თეოფილ გოტიე არა მარტო პოეტი, სახვითი ხელოვნების კრიტიკოსიც იყო. მან ნატურმორტის წინააღმდეგ წამოაყენა ლოზუნგი „ბუნება ყოველთვის ცოცხალია“. რამაც ხელი შეუწყო სხვა ჟანრის „პეიზაჟების“ წინ წამოწევას.
* გასული საუკუნის ოციან წლებში, სხვებისგან განსხვავებით, ომში დაბრმავებული და დასახიჩრებული მეომრების მეგზური ძაღლებისთვის პატრონებს ბილეთს არ სთხოვდნენ, გერმანიაში კი მათთვის სპეციალური სკოლებიც კი იყო განხსნილი.
* გასული საუკუნის 50-იან წლებში კომპანია „ნისანმა“ ამერიკული ბაზრისთვის „დათსუნის“ გამოშვება დაიწყო, რადგან ავტომობილი „ნისანი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნეგატიურ ასოციაციას იწვევდა. ამის მიზეზი კი მისი მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა იყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან