ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 25.02

✔️ამბობენ, როცა ბიოლოგ-ევოლუციონისტს, ჯონ ჰოლდეინს ჰკითხეს, რას ჰკითხავდა ღმერთს, თუ მასთან აღმოჩნდებოდა, უპასუხა: „რატომ არის ის ბითლომანი?“ რადგან ხოჭოების უამრავი სახეობაა (ბითლ – ამ შემთხვევაში ნამდვილად ხოჭო იგულისხმა და არა ლივერპულელი ხუთეული).
✔️ ჟოზეფ ფუშეს შესახებ ტალეირანმა თქვა: „მას იმიტომ სძულს ადამიანები, რომ კარგად იცნობს საკუთარ თავს“?
✔️სეგუნატ ტოკუგავას დროს ბევრი სამურაი გაღარიბდა, თუმცა გულმოდგინედ ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ თავიანთი სტატუსი. თუნდაც ასე – როგორი მშიერებიც უნდა ყოფილიყვნენ, სხვებს აჩვენებდნენ, რომ კარგად დანაყრებული იყვნენ. ამისთვის სხვების დასანახად კბილების გასაწმენდს იყენებდნენ.
✔️ძველი ჩინური ტრადიციის მიხედვით, საუბრის დროს უმცროსმა უფროსს მხოლოდ ორჯერ უნდა შეხედოს - შეხვედრისას და განშორებისას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან