ფაქტები

ეს საინტერესოა

№46

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 27.11, 2021 წელი

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

✔️ ერთხელ ბახი და იმ დროის ცნობილი მუსიკოსები შეიკრიბნენ და მოილაპარაკეს, რომ თითოეული მათგანი დაწერდა ფუგას ორგანისთვის და შემდეგ ერთმანეთის ნაწარმოებს ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე დაუკრავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დავალება ყველამ უშეცდომოდ შეასრულა, გაიმარჯვა ბახმა – მან ნოტები უკუღმა დაიდო.

✔️ერთხელ მარკ ტვენმა მიიღო ანონიმური წერილი, რომელშიც მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა – „ღორი“. მეორე დღეს მან თავის გაზეთში გამოაქვეყნა პასუხი ამ წერილზე: ადრე ტექსტებს ხელმოწერის გარეშე ვიღებდი, ახლა კი ხელმოწერა მივიღე ტექსტის გარეშეო.

✔️ალექსანდრე მაკედონელმა ათენელ ფოკიონს ასი ტალანტი გაუგზავნა. გაოცებულმა ფოკიონმა იკითხა, ათენის მცხოვრებთა შორის მეფემ მე რატომ გამომარჩიაო. უპასუხეს: მას მიაჩნია, რომ ათენში მხოლოდ თქვენ ხართ ღირსეული და პატიოსანიო. ფოკიონმა მაკედონელს საჩუქარი უკან გაუგზავნა და თქვა: დაე, კი არ ჩამთვალოს, დარწმუნდეს, რომ ასეთი ვარო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი