ფაქტები

ეს საინტერესოა

№12

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.04

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

* კითხვაზე, რომელმა უფრო მეტად შეცვალა მსოფლიო ისტორია – ნაპოლეონმა თუ იულიუს კეისარმა, ფრანგმა მწერალმა ანრი მორუამ უპასუხა: მათ ისტორია არ შეუცვლიათ, ისტორია ისტორიკოსებმა შეცვალეს.

* რომის იმპერატორმა ნერონმა, იმის შიშით, რომ ხელისუფლებასა და საკუთარ სიცოცხლეს დაკარგავდა, დაიწყო განურჩევლად ხოცვა ყველა იმ რომაელისა, რომელზეც სულ მცირეოდენ ეჭვსაც კი ვერავინ მიიტანდა. სენატორები შეეცადნენ გამოეფხიზლებინათ იმპერატორი და უთხრეს: „ტყუილად სჯი ამდენ ადამიანს, მაინც ვერ მოკლავ მას, ვინც შენს ადგილს დაიკავებს“.

* მიქელანჯელომ მძინარე ამურის ძეგლი გამოაქანდაკა. შემდეგ დაშალა და ტორსი მიწაში ჩამარხა. მოგვიანებით აღფრთოვანებულმა იტალიელებმა, რომლებმაც ის აღმოაჩინეს, ჩათვალეს, რომ ძველი ოსტატების ნახელავი იპოვეს, მიქელანჯელომ კი თავისი ავტორობა ადვილად დაამტკიცა. მან ტორსს სახლში შენახული კიდურები მიაბა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა