ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.11
* როგორც აღმოჩნდა, კოსმოსური ხომალდით დედამიწის გარშემო მეოთხე წრის შემოვლის შემდეგ ძაღლს მოუსვენრობა დაეწყო, ყეფა და წკმუტუნი დაიწყო, ამიტომ ადამიანისთვის ოთხის ნაცვლად, ერთი წრე დაამტკიცეს.
* გასული საუკუნის სამოციან წლებში ამერიკულმა კომპანიამ, „ფლეიტექსმა“ წარმოებაში ჩაუშვა ბიუსტჰალტერები, რომლებიც დიდი სიმტკიცითა და მოქნილობით გამოირჩეოდნენ. მალე კომპანიამ სულ სხვა შეკვეთა მიიღო - დაემზადებინა კოსმონავტის სკაფანდრი „ნასასთვის“.
* 1866 წელს ჟაკ ოფენბახმა დაწერა ოპერეტა „პარიზული ცხოვრება“, რომელშიც გუნდი მღერის, რომ შეიჭრებიან პარიზში და დაიპყრობენ ქალაქს. ეს ნაწარმოები კომპოზიტორმა მიუძღვნა პარიზში ტურისტების მასობრივ შესვლას, რამაც მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან