ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 27.07
* 1853-1856 წლებში, ყირიმის ომში რუსეთისა და ოსმალეთის გარდა, ჩაბმული იყო ინგლისი, საფრანგეთი, ბრძოლები კამჩატკაზეც კი მიმდინარეობდა, ფაქტობრივად, მსოფლიო ომი იყო. ამ ომს ნულოვან მსოფლიო ომს უწოდებდნენ.
* ყაზანის მემამულე გავრილ დერჟავინი აღფრთოვანებული იყო ეკატერინე მეორის ქმედებით, რადგან პუგაჩოვის აჯანყების ჩასაქრობად თავისი გლეხები გაუგზავნა. დერჟავინმა დედოფლის საქები სიტყვა დაწერა და რადგან ეკატერინე მეორესთან აუდიენცია არ შედგა, მისი პორტრეტის წინ წაიკითხა.
* მეცხრამეტე საუკუნეში ბრიტანეთის სამფლობელოები გადაჭიმული იყო ახალი ზელანდიიდან კანადის ჩათვლით და რუკაზე აღნიშნული იყო წითელი ფერით. ბრიტანეთს მაშინ უწოდებდნენ - „იმპერიას, სადაც მზე არასდროს ჩადის“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან