ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№5

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 14.02, 2021 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

მიხეილ ჯავახიშვილი: დღეს ისეთი დროა, რომ პროვიზორს მატარებელი მიჰყავს, ხოლო მემანქანე აფთიაქში მუშაობს. ერთი მატარებელს ამტვრევს, ხოლო მეორე ხალხს წამლავს!
ჰესე: არსებობს ორი სახის ქურდი: ჩვეულებრივი, რომელიც გპარავს ფულს, ჩანთას, საათს... და პოლიტიკოსი ქურდი, რომელიც გპარავს მომავალს, ხელფასს, ჯანმრთელობას. განსხვავება ისაა, რომ პირველი შენ გირჩევს, ხოლო მეორეს შენ ირჩევ; პირველს პოლიცია ეძებს, მეორეს პოლიცია იცავს.

ვოვენარგი: ტალახიდან ყველა არ უნდა ამოათრიო, რადგან ბევრი მისი ბინადარია.
მონტენი: მარტო სიარულის არ შეგეშინდეს! გეშინოდეს ცბიერი და მატყუარა ხალხის გარემოცვაში ყოფნის!
ესქილე: თუ თქვენ მდიდარი ხართ, ეშმაკი კუდით გიჭირავთ, ხოლო თუ ღარიბი ხართ, ეშმაკი ყელში გიჭერთ.
ჩაპლინი: კეთილი საქმისთვის სამაგიერო არ მოითხოვო, რადგან სიკეთე მზესავით არის – ანათებს და ათბობს.
ფრანკლინი: ის, ვინც დათმობს თავისუფლებას დროებითი უსაფრთხოების მისაღებად, არც თავისუფლების ღირსია და არც უსაფრთხოების.
ნიცშე: მოგონება ადამიანს შიგნიდან ათბობს და იმავდროულად, ნაწილებად ყოფს.
ოტია იოსელიანი: იტყვიან, წიგნი რომ არ წავიკითხო, ისე არ დამეძინებაო. წიგნი რა, ლუმინალი კი არ არის. თუ წიგნი ვარგა, რა გაძინებს და თუ არ ვარგა, რა გაკითხებს?!
კამიუ: იმ ადამიანებმა, რომლებიც გვიყვარდებიან, რომ იცოდნენ, როგორები ვიყავით მათთან შეხვედრამდე, მიხვდებოდნენ, დიდწილად თავად შეგვქმნეს.
აკუტაგავა: ტყუილი გუშინდელი სიმართლეა!
ტვენი: ხმის მიცემა რომ რამეს ცვლიდეს, ჩვენ ამის უფლებას არ მოგვცემდნენ.
კონსტანტინე: ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან, რადგან მე მათთან ბრძოლაში ჩემს სისუსტესა და ზადს გამოვჩხრეკდი ხოლმე, ღონეს მოვიკრებდი, კვლავ ვეკვეთებოდი და ვებრძოდი, სანამ მათთან ბრძოლა მათ სისუსტეს არ დამანახვებდა.
კანტი: ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ, თითოეულის სული და გულისთქმა რომ დაფარული არ იყოს.
უაილდი: მამაკაცი შეიძლება, ბედნიერი იყოს ნებისმიერ ქალთან, თუ ის მასზე შეყვარებული არ არის.
შილერი: საუკეთესო სახელმწიფო და საუკეთესო ქალი იმით შეიცნობა, რომ არცერთ მათგანზე არ ლაპარაკობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი