ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№12

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 31.03

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ვოვენარგი: ცხოვრებაში ორი სახის ადამიანი შეგხვდებათ: პირველი – ვინც ბედნიერებას მოგანიჭებთ და მეორე – ვინც გაგანადგურებთ. ბოლოს, ორივეს მადლობას გადაუხდით.

გოეთე: მე ვარ ნაწილი იმ დიადი ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის.

ჟვანეცკი: ზოგჯერ უნდა ითამაშო სულელის როლი, რათა გაასულელო სულელი, რომელიც ფიქრობს, რომ შენ გასულელებს.

კონფუცი: მატყუარა და ცბიერი უფრო უყვარს ხალხს, ვიდრე სიმართლის მთქმელი და მოსიყვარულე, რადგან ტყუილი თაფლს ჰგავს, ხოლო სიმართლე – მახვილს.

ოგიუსტ რენუარი: მე მანამდე ვაგრძელებ მუშაობას შიშველ ნატურაზე, სანამ ტილოზე ჩქმეტა არ მომესურვება.

ედისონი: ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ სწრაფად ვნებდებით. სასურველი რომ მივიღოთ, ერთხელ კიდევ უნდა ვცადოთ.

ლინკოლნი: მე არასაკმარისად კარგი მეხსიერება მაქვს, რათა ვიცრუო.

ვოლვერტონი: როდესაც ადამიანი საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვის, ტკივილს უკვე არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია.

მარკოზ მოსაგრე: ნურასდროს იფიქრებ, რომ არად ჩააგდო ზრახვები, რამეთუ არანაირი აზრი უფლისგან დაფარული არ დარჩება.

გრიგოლ ღვთისმეტყველი: არ არსებობს ღარიბი, რომლის უარი მოწყალების გაღებაზე სამართლიანი იქნება.

იოანე ოქროპირი: საკუთარი თავი განსაჯე და სხვების განსჯას შეწყვეტ.

გოდერძი ჩოხელი: სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი, მერე, აბა, რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა.

ჰიუგო: ყოველთვის ის ვარ, რაც ვარ სინამდვილეში. კარგი ადამიანები ჩემში კარგს ხედავენ, დანარჩენები კი იმას, რაც თვითონ არიან.

ჩესტერფილდი: ხალხი სწრაფად ამჩნევს, როცა მათ მიმართ დამოკიდებულებას იცვლი. იმას კი ვერ ხედავენ, რომ ამის მიზეზი მათივე საქციელია.

შოუ: ლამაზი ქალები მზერას იპყრობენ, ხოლო საყვარელი ქალები – ტვინს.

ბალზაკი: როდესაც ქალებს ვუყვარვართ, ისინი ყველაფერს გვაპატიებენ, მათ შორის ჩვენს დანაშაულსაც, ხოლო როდესაც არ ვუყვარვართ – არაფერს, მათ შორის ჩვენს სიკეთესაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი