ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№13

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 07.04

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ბერნარ ვებერი: არ უნდა იფიქროთ, რომ შეიცვლებიან ადამიანები, ვისთანაც თავს არაკომფორტულად გრძნობთ.

პიუზო: არასოდეს მოატყუოთ ის, ვინც გენდობათ და არასდროს ენდოთ მას, ვინც გატყუებს.

ბესიკ ხარანაული: ბოდიში გაივლის და კაცი იგივე რჩება.

ზურაბ მხეიძე: შენი დაბერება განისაზღვრება არა საპასპორტო ასაკით, არამედ იმ წინადადებით, როცა იტყვი: რაღა დროს ჩემი ეგ არის. შენ შეგიძლია, ნახო 15 წლის ბებერი და 60 წლის ახალგაზრდა.

ვოვენარგი: რას ერჩი ადამიანებს, რომლებიც თქვენს ზურგს უკან ლაპარაკობენ. სცოდნიათ თავიანთი ადგილი. მთავარია, დატოვოთ იქ და წინ არასდროს გადმოიყვანოთ.

მონტენი: ყოველთვის, როცა შენ შეგიძლია, ვინმეს დაეხმარო, უბრალოდ, გააკეთე ეს და გიხაროდეს, რომ ღმერთი ვიღაცის ვედრებას შენი მეშვეობით პასუხობს.

ამბა ისაია: შეხედე იმ პატივს, რომელიც მიიღო ყველა წმიდანმა და მათთან შეჯიბრება ნელ-ნელა სათნოებებთან მიგიყვანს.

ბასილი დიდი: ბევრს ის აკეთებს, ვინც კარგად აკეთებს. კარგად ის აკეთებს, ვინც საერთო საქმისთვის უფრო მეტს გაიღებს, ვიდრე საკუთარი თავისუფალი ნებით გაიღებდა.

ტიხონ ზადონელი: ვინც უსაქმურად ცხოვრობს, ის განუწყვეტლივ სცოდავს.

ჯონ კარლანი: სანამ იპოვი ცხოვრების აზრს, ის უკვე აღარ იარსებებს.

მარადონა: ადამიანები, რომლებსაც არაფერი შეუქმნიათ, ყოველთვის გეტყვიან, რომ არაფერი გამოვა.

ლინკოლნი: თუ გინდა, რომ წარმატებას მიაღწიო, გააგრძელე, გჯეროდეს საკუთარი თავის მაშინაც კი, როდესაც შენი უკვე აღარავის სჯერა.

ჟვანეცკი: მთავარია, ბედნიერი იყო, მნიშვნელობა არ აქვს, რა დასკვნას გამოიტანს ფსიქიატრი.

შილერი: თუ პაემანზე ლამაზი ქალი მიდის, ვინ იდარდებს იმაზე, დააგვიანა თუ არა მან.

შანელი: სტატისტიკის მიხედვით ქალების 80 პროცენტი დიეტის იმიტაციას აკეთებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი