ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№10

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 17.03

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ეშლი კუპერი: თუ ადამიანები ითმენენ საუბარს საკუთარ მანკიერებაზე, ეს საუკეთესო ნიშანია იმისა, რომ ისინი გამოსწორდებიან.

ჰიუგო: ის, ვინც სკოლას ხსნის, ხურავს ციხეს.

დალაი ლამა: როცა საუბრობ, იმეორებ იგივეს, რაც იცი, როცა უსმენ, შეიძლება, ისეთი რამ გაიგო, რაც არ იცი.

გოლდონი: ვისაც შეუძლია, დაკმაყოფილდეს მცირედით, მდიდარია.

ოტია: დღეს, როცა სულიც ჩვენია და ხორციც, გაჭირდა ღმერთისა და კაცის მსახურება. სული რომ დავაპურეთ, ხორცი მოგვშივდა, ხორცი გავაძღეთ და სული გაგვიპარტახდა.

მონტენი: დაეხმარე სხვებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი, რომ ისინი სანაცვლოდ ვერაფერს დაგიბრუნებენ.

რიკმანი: იყავი გაბედული, გქონდეს საკუთარი აზრი. გქონდეს სიბრძნე, მაგრამ დაფარული.

ფორდი: თვითონ დაჩეხე შეშა და ორჯერ გათბები.

იოანე ოქროპირი: სიკვდილი არ არის საშიში. საშიში ღვთის წინაშე წარდგომაა.

ეფრემ ასური: ბევრი ესაუბრე ღმერთს, ცოტა ელაპარაკე ადამიანებს.

ნეტარი ავგუსტინე: ხვალ თუ არ იქნები უკეთესი ადამიანი, ვიდრე დღეს ხარ, მაშინ რაშინ გჭირდება ხვალინდელი დღე?

რუმი: მიყვარს ტყუილის მოსმენა, როცა სიმართლე ვიცი.

აკუტაგავა: სჯობს, იყო კარგი ადამიანის მტერი, ვიდრე ცუდის მეგობარი.

რენუარი: ტკივილი გაივლის, ხოლო სილამაზე რჩება.

ტვენი: თავი შორს დაიჭირეთ მათგან, ვინც თქვენი ამბიციების შეკვეცას ცდილობს. ამას პატარა ადამიანები აკეთებენ. ნამდვილად დიდები კი გაგრძნობინებენ, რომ თქვენც შეგიძლიათ, დიდი გახდეთ.

ბრუიერი: ხნიერი ქმრების ახალგაზრდა ცოლები, ჩვეულებრივ, ჯერ კიდევ ქმრების სიცოცხლეში იმაზე ფიქრობენ, თუ ვინ შეუმშრალებს მათ ცრემლებს.

შანელი: თუ ქალი არავის ნებდება, ესე იგი, სურს ყველა შეინარჩუნოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი