ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№4

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 07.02, 2021 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

ბროუდი: როდესაც საუბარია სხვის ცოდვებზე, ჩვენ ბრალმდებლები და მოსამართლეები ვხდებით, ხოლო როცა საქმე ჩვენს ცოდვებს ეხება – ადვოკატები.

ვოვენარგი: არაფერი ისეთ ნდობას არ იწვევს ადამიანში, როგორც ჭორი.
შალვა ქიქოძე: ხელოვნებაში დიდი სიბნელე არის დასაძლევი საკუთარი პიროვნების პოვნით და ამ პიროვნებით სხვისი დაკმაყოფილება. ხელოვანის დამფასებელი დროა.
რემარკი: ყოველთვის ის არ გიხდის ბოდიშს, ვინც დამნაშავეა. ბოდიშს გიხდის, ვისთვისაც შენთან ურთიერთობა ძვირფასია.
მონტენი: ადრე ხშირად მინდოდა ბევრ რამეზე საუბარი, ახლა მინდა, ბევრ რამაზე გავჩუმდე.
კონსტანტინე: ადამიანები გრძლად ნათქვამ სისულელეს უფრო იოლად იგებენ, ვიდრე სხარტად ნათქვამ სიბრძნეს, ხოლო სიტყვებსაც შეშასავით ალაბით ზომავენ.
დოსტოევსკი: ახალგაზრდობაში ხანდახან ერთი კაპიკიც არ გამაჩნდა. მციოდა, მშიოდა, მაგრამ მაინც მიხაროდა. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიღარიბე ნაკლი არ არის.
ოთარ ჭილაძე: ვიდრე არსებობს დრო, აუცილებლად მედროვეც იქნება.
ტაისონი: თუ ადამიანი ყოველი დაცემის შემდეგ დგება, ეს ფიზიკა არ არის, ეს ხასიათია.
ჩაპლინი: რამდენად დიდებულია სიჩუმე მაშინ, როცა შენგან მხოლოდ მრისხანებას ელიან.
ვოლტერი: როდესაც ხშირად პატიობ, სარგებლობენ; როდესაც დიდხანს გიყვარს – ვეღარ ამჩნევენ; როდესაც მზად ხარ ყველაფრისთვის – აღარ აფასებენ. მხოლოდ მაშინ ხდები ძვირფასი, როდესაც მიდიხარ და უკან აღარასოდეს დაბრუნდები.
ნიცშე: რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით მეტია მის ცხოვრებაში ის, რასაც ვეღარ გამოასწორებს.
დალაი ლამა: თუ ღმერთს უნდა შენი ბედნიერება, იგი რთული გზებით წაგიყვანს, რადგან მარტივ გზაზე ბედნიერება არ შეგხვდება.
ბუასტი: სიყვარული ისაა, როდესაც ვიღაც შენში იმას ხედავს, რაც შენთვის უჩინარია და არ ნებდება, სანამ შენც არ დაინახავ.
ჟვანეცკი: რაც უფრო ლამაზია ქალი, მით უფრო ჩქარა მიდის დრო და ფული.
მოპასანი: ქალს სჭირდება სიყვარული, ხოლო მამაკაცს – ქალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი