ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№3

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 31.01, 2021 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ვოლტერი: იყავი მიზეზი, რის გამოც კეთილი ადამიანების არსებობას დაიჯერებენ.

კონსტანტინე: ზედმეტი ნდობა დაგღუპავთ, ზედმეტი სიყვარული გულს გატკენთ, ზედმეტი სიმართლე ხალხს თქვენს თავს შეაძულებს.
ტესლა: უდიდესი საიდუმლოებანი ჩვენ ჯერ კიდევ აღმოსაჩენი გვაქვს, სიკვდილიც კი შეიძლება, არ აღმოჩნდეს დასასრული.
რუკერტი: ორჯერ არავინ ცხოვრობს, მაგრამ არიან ისეთნიც, რომლებიც ერთხელაც არ ცხოვრობენ.
ვაშინგტონი: დღის ბოლოს მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა გააკეთე ან შეასრულე, არამედ ის, თუ რა გააკეთე იმით, რაც უკვე შესრულებული გაქვს. ვის უბიძგე წინ, ვის დაეხმარე, გამხდარიყო უკეთესი, რა გაეცი სანაცვლოდ.
შექსპირი: როცა ომები არ არის, მშიშრები გმირებს, როგორც თანაბარს, ისე ესაუბრებიან.
კონფუცი: მე ღმერთს ვთხოვე სიყვარული, მან გამომიგზავნა ის ადამიანები, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.
იუნგი: მარტოობა არ ნიშნავს, რომ შენ გარშემო არ არის ხალხი. უბრალოდ, მათთან კომუნიკაცია შენთვის მნიშვნელოვანი არ არის.
ვოვენარგი: როცა ადამიანს ტყუილს ეუბნები, კარგავ ნდობას, ხოლო როცა მართალს ეუბნები, კარგავ ადამიანს.
მურაკამი: როცა ვერავის უზიარებთ ფიქრებს, ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან.
ლენონი: თუ დროის დაკარგვით სიამოვნებას იღებ, ეს დრო არ არის დაკარგული.
პრუდონი: რესპუბლიკა – ეს არის პოზიტიური ანარქია.
მერაბ კოსტავა: რომ შემეკითხონ, თუ ვინ უნდა გიყვარდეს უფრო მეტად – ღმერთი თუ მოყვასი, ვუპასუხებ, რომ ეს ორი რამ არ არის ურთიერთისგან განთვისებული, რადგან ღმერთი განკაცებით მოყვასად იქცა, ხოლო კაცური საწყისის, ანუ იესოს უკვდავყოფით კი მან ღმერთად აქცია მოყვასი.
დოსტოევსკი: ცხოველი ვერასოდეს იქცევა ადამიანად, ადამიანს კი შესწევს უნარი, თავისი ქცევით ნებისმიერ დროს იქცეს ცხოველად.
ფრანსი: ქალები მამაკაცების დიდებული აღმზრდელები არიან.
მერდერი: ყველა ქალის შეცდომაში კაცია დამნაშავე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი