ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№3

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 29.01, 2023 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

პასკალი: ადამიანთა სამი კატეგორია არსებობს: ერთნი არიან ჭკვიანი და ბედნიერები, რადგან იპოვეს ღმერთი და ემსახურებიან მას. მეორე ჯგუფი - უჭკუო და უბედურია, რადგან ღმერთი ვერ იპოვა და არც ეძებს მას. მესამე ჯგუფი კი ჭკვიანი და უბედურია, რადგან მათ ღმერთი იპოვეს, მაგრამ მაინც ეძებენ მას.

ბისმარკი: სახელმწიფოს დამოკიდებულებაში მასწავლებლების მიმართ, ჩანს სახელმწიფოს ძლიერება ან სისუსტე.

აკუტაგავა: თავისუფლება, როგორც მაღალი მთის ჰაერი სუსტი ადამიანებისთვის, აუტანელია.

კონსტანტინე: გული ისე უნდა გამოწრთო, რომ სიბრალული არ შეგეპაროს, ვისაც ქვეყანა ებრალება, ქვეყანა მას არასოდეს შეიყვარებს.

ვოლტერი: ყოველთვის არ შეგიძლია გააკონტროლო, თუ ვინ შემოდის შენს ცხოვრებაში, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია გადაწყვიტო, ვინ გაუშვა შენი ცხოვრებიდან.

რუსო: უბედურია ადამიანი მანამ, სანამ ჰგონია, რომ ბედნიერება სხვას მოაქვს.

ვოვენარგი: სიყვარულში არ ცდებიან, ცდებიან ადამიანებში.

ამბა ფალასი: როგორც ცვილი დნება ცეცხლისგან, ასევე უწმინდური გულისთქმა ქრება ღვთის შიშისგან.

იოანე ოქროპირი: უდიდესი შეურაცხყოფა უფლისა ისაა, თუ შენ ქვეყნიურ მეტოქეს დაუპირისპირებ.

ეფრემ ასური: შეადარე შენი მდგომარეობა იმისას, ვინც გაწყენინა და მოთმინებით გადაიტან მას, არც იფიქრებ და არც შურს იძიებ, რადგან უპირატესობა შენ მხარეზეა.

ომარ ხაიამი: თუ თქვენ ვიღაცისთვის ცუდი გახდით, ესე იგი, მისთვის ბევრი კარგი გაგიკეთებიათ.

ბელინსკი: გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელია ცხოვრებაში... ძვირს იღებს, მაგრამ გასაგებად ხსნის.

მონტენი: ადამიანი ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც არ უნდა იყოს ის, ვინც არის.

ნიცშე: ადამიანი იმდენად ფასობს, რამდენადაც მოსმენილი სიმართლის ატანა შეუძლია.

შანელი: ქალმა ყოველთვის იცის, რა უნდა, მაგრამ არასდროს იცის, რა მოუნდება.

მოემი: ქალი იცინის, როცა შეუძლია და ტირის, როცა უნდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი