ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№36

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 19.09, 2021 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ბერტოლტ ბრეხტი: ჯერ მორალი და შემდეგ საკვები.

გოეთე: თუ გეგულება ისეთი ვინმე, ვინც ცხრა მთას იქით ტანით იგრძნობს შენს უთქმელ განცდებს, ის მთელ ქვეყანას წალკოტად გიქცევს.

ანტონ დიდი: გიყვარდეს თავმდაბლობა – ის ცოდვისგან დაგიცავს.

იულიუს ევოლა: გმირების სისხლი უფრო ახლოა ღმერთთან, ვიდრე ფილოსოფოსების მელანი და ერთგულ მლოცველთა რწმენა.

ჰენრი ფორდი: ადამიანთა ურთიერთგაგების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მას ჰქონდეს უნარი, საკითხს სხვა ადამიანის თვალით შეხედოს და ეს საკითხი გადაჭრას ისე, რომ გაითვალისწინოს როგორც თავისი, ისე სხვისი ინტერესები.

ემერსონი: მასწავლებელი ის ადამიანია, ვისაც შეუძლია, რთული საგნები მარტივად აქციოს.

ეკჰარტი: შენ ხარ სამყარო, რომელიც დროებით ადამიანად გამოხატავს თავს.

დოსტოევსკი: როცა მეკითხებიან, ვუშვებ თუ არა შეცდომებს, ვპასუხობ, რომ მე არც ღმერთი ვარ, არც გარდაცვლილი და არც უსაქმური.

ელეონორა ანა რუზველტი: დიდებული ინტელექტის მქონე ადამიანები განიხილავენ იდეებს, საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანები – მოვლენებს, ხოლო მცირე ინტელექტის მქონე პიროვნებები – ადამიანებს.

შოუ: თუ ბედნიერების ძიებაში ოდესმე მას იპოვით, მიხვდებით, რომ როგორც მოხუც ქალს დაკარგული სათვალე, ამ ხნის განმავლობაში ბედნიერება თქვენც ცხვირწინ გქონიათ.

მარიო პიუზო: მეგობრობა ყველაფერია. მეგობრობა ნიჭზე მეტია. მეგობრობა სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე მეტია. ოჯახის ტოლფასია.

ჰელვეციუსი: სიამაყე არ უნდა მოთოკო და არც უნდა შეასუსტო. მას სწორი მიმართულება უნდა მისცე და ღირსეული მიზნებისკენ მიმართო.

ავიცენა: პანიკა – ეს ავადმყოფობის ნახევარია. სიმშვიდე – ჯანმრთელობის ნახევარი, მოთმინება კი – გამოჯანმრთელების დასაწყისი.

იუნგი: ვინც გარეთ იყურება – მხოლოდ სიზმრებს ხედავს, ვინც საკუთარ თავში იყურება, ფხიზლდება.

შანელი: მამაკაცებს უყვართ ის ქალი, ვისი დაუფლებაც შეუძლებელია.

მოპასანი: სამი წამი მჭირდება, რომ გითხრა – მე შენ მიყვარხარ, სამი საათი, რომ აგიხსნა და მთელი ცხოვრება, რომ დაგიმტკიცო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი