ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№16

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 02.05, 2021 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

თაგორი: ვინც ბევრს ფიქრობს – სიკეთე ვქნაო, დრო აღარ ჰყოფნის, კეთილი იყოს.

ლონდონი: ქვეყნად არავის აქვს ღარიბ ხალხზე მოწყალე გული.

თომას მანი: აზრები და იდეები ვერ გადარჩებიან, თუ მის მფლობელს არა აქვს უნარი, იბრძოლოს მათ დასაცავად.

ოტია იოსელიანი: მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ ღალატსაც ღალატობს.

ტოლსტოი: არავინაა კმაყოფილი იმით, რაც აქვს და ყველა კმაყოფილია საკუთარი ჭკუით.

დალაი ლამა: გაუღე კარი ცვლილებებს, მაგრამ მათ სანაცვლოდ ღირებულებებს ნუ დათმობ.

ვოვენარგი: უბრალოდ, იცხოვრო, სანამ არ მოკვდები, ეს უკვე მძიმე შრომაა.

მონტენი: მეტისმეტად კარგად ვიცნობ საკუთარ ნაკლოვანებებს, იმისთვის, რომ საპასუხოდ სიყვარული არ მოვითხოვო.

სელინი: ფილოსოფოსობა შიშის გამოხატვის ერთგვარი ფორმაა და მხოლოდ შენიღბულ ლაჩრებს სჭირდებათ.

დოსტოევსკი: რუსები – ეს არის ხალხი, რომელიც ევროპაში დაძრწის და ეძებს, გართობის მიზნით რა გაანადგუროს და მოსპოს.

ალ კაპონე: ბანკიდან კრედიტის აღება ისევე იოლი რომ იყოს, როგორც რეკლამიდან ჩანს, ბანკის გაძარცვა აზრადაც არავის მოუვიდოდა.

განდი: გამოცდილებამ მაჩვენა, რომ თუ ადამიანები ჩემ წინააღმდეგ მოქმედებენ, საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ სარგებლის მომტანია ჩემთვის.

ცვაიგი: ყოველი ადამიანი დამნაშავეა იმ სიკეთის გამო, რომელიც შეეძლო და არ გააკეთა.

ჩერჩილი: ისტორიული საქმეები მაშინ არ მთავრდება, როდესაც ის დასრულდა, არამედ მაშინ, როდესაც ის თაობების ქონებად იქცევა.

უმბერტო ეკო: სიმარტოვე ერთგვარი თავისუფლებაა.

უაილდი: ქალები აღვიძებენ ჩვენში სურვილებს, მაგრამ ხელს გვიშლიან მათ განხორციელებაში.

დე ნირო: ადამიანის კულტურის დონე განისაზღვრება მისი დამოკიდებულებით ქალისადმი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი