ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 11.04, 2021 წელი

ედგარ პო: მარტოობა საშინელება არ არის, საშინელებაა ხალხში სიმარტოვე.
ერასმუსი: ბედნიერება მაშინ მიიღწევა, როდესაც ადამიანი მზად არის, იყოს ის, ვინც არის.
ოტია იოსელიანი: ამქვეყნად ყველას თავისი ადგილი აქვს და იმას ნუკი ეძებ, ვის სკამზე დაჯდე, შენი სკამი იპოვე და იქ დაბრძანდი.
მარკესი: ერთადერთი იარაღი, რომლითაც ადამიანს შეუძლია, შური იძიოს ამ საშინელ ცხოვრებაზე, არის უპირობო სიკეთე.
აინშტაინი: მეშინია იმ დღის, როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის. მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა.
ოთარ ჭილაძე: არცერთი ცხოველი არ არის უზრდელ ადამიანზე საზიზღარი.
უელბეკი: ტვინდაბინდული ადამიანების პრობლემა ისაა, რომ მათი პირი მუდამ ღიაა.
ტოლსტოი: არავინაა კმაყოფილი იმით, რაც აქვს, ყველა კმაყოფილია საკუთარი ჭკუით.
მორისონი: მთელი ცხოვრების წასაშლელად ერთი წამია საჭირო, ზოგი წამის წასაშლელად – მთელი ცხოვრება.
საფარლი: არსებობს სიახლოვით კომფორტული ხალხი, ეხუტები მათ და ხვდები, რომ უკვე სახლში ხარ.
შექსპირი: სიბრძნე და სისულელე ისევე ადვილად გადმოგედება, როგორც დაავადება. ამიტომაც კარგად შეარჩიე შენი მეგობრები.
ნილ მეიმანი: არავინ გამოიყურება ისეთად, როგორიც სინამდვილეშია.
სიდჰართა გაუტამა: მშვიდობა შიგნიდან მოდის, მას გარეთ ნუ ეძებთ.
დოსტოევსკი: შეწყვიტე ბრძოლა ყველას საამებლად.
კარნეგი: ნუ მიბაძავ სხვებს. იპოვე საკუთარი თავი, შური ხომ უცოდინრობაა, მიბაძვა კი – თვითმკვლელობა.
შორი: რამდენი წყვილი დაზოგავდა დროს, პირველ პაემანზე გოგო რომ უმაკიაჟოდ მიდიოდეს და ბიჭი სიმართლეს ლაპარაკობდეს.
ფროიდი: როდესაც უყვართ, მათ არ სურთ ფლობა, ხოლო როდესაც ფლობა სურთ, არ ძალუძთ სიყვარული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან