ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№7

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 25.02

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

დე ნირო: ერთხელ დაეხმარები – გაგაღმერთებენ, მეორედ – ვალდებულად ჩაგთვლიან, მესამედ თუ დახმარება ვერ შეძელი, ღალატს დაგაბრალებენ.

ვოლტერი: თუ მიზნისკენ დაუმარცხებლად მიდიხარ, ესე იგი, მიზანი დიდი არ არის.

ბეკონი: შენ გვერდით თუ არავინაა, ესე იგი, საკუთარი თავის გაცნობის დრო დადგა.

ლევან გოთუა: ხეს უთქვამს, ცული ვერაფერს დამაკლებს, მასში ჩემიანი რომ არ ერიოსო.

ვოვენარგი: გეშინოდეს, არ დაკარგო საკუთარი თავი იმის ცდაში, რომ სხვებს ასიამოვნო.

კამიუ: ჩვენთვის ყველაფერი რომ ცხადი იყოს, მაშინ ხელოვნებაც არ იარსებებდა.

ტოლსტოი: ვერ ვიტან საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ სხვებზე მაღლა დგანან. მინდება ხოლმე, ერთი რუბლი მივცე და ვუთხრა: როცა საკუთარი თავის ფასს გაიგებ, ხურდა დამიბრუნე.

ვაშინგტონი: ბედნიერება და მორალური ვალდებულებები განუყრელია.

იოანე ოქროპირი: უფალი არაფრისგან ქმნის. მაგრამ ის მანამდე არ დაიწყებს საქმეს, სანამ ჩვენ გვსურს და ვფიქრობთ, რომ რაიმეს წარმოვადგენდეთ.

ამბა ევაგრე: ცხონების დასაწყისი საკუთარი თავის ყვედრებაა.

ისააკ ასური: თუ გსურს, ღვთის წინაშე იყო დიდი, საკუთარ თვალში დაიმდაბლე თავი.

ოტია იოსელიანი: რამდენიც გინდა, გაანათლე, შტერი შტერია, რამდენიც გინდა, მიუტევე, მტერი მტერია.

პიუზო: თუ გსურს გაიცნო ადამიანი, ნუ შეეცდები, გაიგო, რას ამბობენ მასზე. გაიგე ის, რას ამბობს ის სხვებზე.

ჩესტერფილდი: ისტორიიდან იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია.

კოელიო: რა მაგარი რამეა გაუნათლებლობა – ყველაფერი იცი.

ტვენი: ქალები ჩივიან ძლიერი მამაკაცების ნაკლებობაზე, მაგრამ საიდან იქნებიან ძლიერი მამაკაცები, თუ სუსტი ქალები აღარ არსებობენ.

ბრიუერი: კარგი მამაკაცი ქალს ბედნიერს ხდის, ცუდი – ძლიერს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი