ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№6

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 18.02

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

სიუნ ცზი: დასანანია, რომ სიცოცხლის პირველ ნახევარში ჭკუა არ გვყოფნის, მეორეში – ჯანმრთელობა.

პიუზო: ერთგულება თვისება არ არის, ერთგულება ღირსეული ადამიანის არჩევანია.

ვოლტერი: სადაც წვეთი სიყვარულია, იქ არის მოთმინების მთელი ოკეანე.

ბეკონი: უსამართლობა არ გაგიკვირდეს, ის მართალ ადამიანებს აჩრდილივით დაჰყვება.

შოუ: მიტევება ძლიერთა ხვედრია. სუსტები არასდროს ჰპატიობენ.

ჰემინგუეი: ინტელიგენტი ადამიანი ზოგჯერ იმის გამო თვრება, რომ დრო თავის სისულელეებთან გაატაროს.

რუზველტი: დიდი გონება განიხილავს იდეას, საშუალო – მოვლენებს, პატარა გონება კი – ადამიანებს.

ოტია: ზომიერების გრძნობა დიდი ნიჭია, თორემ თავის მობეზრება სიყვარულითაც შეიძლება.

ოშო: არის სამი ხაფანგი, რომლებიც იპარავენ სიხარულსა და მშვიდობას: სინანული წარსულზე, განგაში მომავალზე და უმადურობა აწმყოზე.

ეფრემ ასური: ის კი არ არის საშიში, რომ ვნებები გვებრძვიან და ჩვენც ვებრძვით მათ, უბედურება ისაა, თუ სიზარმაცით ან დაუდევრობით მოწინააღმდეგის წინაშე დავემხობით.

იოანე ოქროპირი: როდესაც ცხოველს თვალებს აუხვევენ, მაშინ ის წრიულად დადის; მას რომ თვალები ახვეული არ ჰქონდეს, ასე არ ივლიდა. როდესაც ადამიანს თვალები ახელილი აქვს, თავს არიდებს ეშმაკის საცდურებს.

ამბა პიმენი: თავმდაბლობას სხვებისთვისაც შეუძლია თავმდაბლობის სწავლება. ამპარტავნებით კი ამპარტავანს თავმდაბლად ვერ გახდი.

ვოვენარგი: ყველაზე საშინელი მსაჯული სულია. იგი არც შეგიწყალებს და მას ვერც მოატყუებ.

ვებერი: იუმორი და სიყვარული ორი ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია.

რუსო: თუ ვინმემ დაგიშავათ, შურს ნუ იძიებთ, დაელოდეთ.

ვესტვუდი: იმისთვის, რომ გახდე შეუდარებელი, სხვადასხვანაირი უნდა იყო.

ბოდლერი: მამაკაცებს საუკეთესო ურთიერთობა აქვთ იმ ქალებთან, რომელთა გარეშეც მშვენივრად გრძნობენ თავს.

ვილარი: ქალებსა და მამაკაცებს შორის ბრძოლაში მამაკაცები დამარცხდებიან, რადგან მათ უფრო უყვართ ქალები, ვიდრე პირიქით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი