ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№7

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 28.02, 2021 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

შოუ: საზოგადად, ხელისუფლება არ აფუჭებს ადამიანებს, სამაგიეროდ, ხელისუფლებას მის სათავეში მყოფი ადამიანები აფუჭებენ.

კონფუცი: გინდა, დაეხმარო ახალბედას – გააკეთე მასთან ერთად; გინდა, დაეხმარო მოხუცს – გააკეთე მის მაგივრად; გინდა, დაეხმარო ოსტატს – ხელი არ შეუშალო; გინდა, დაეხმარო სულელს – თვითონ სულელი ხარ.

ისააკ ასური: ბოროტების დამახსოვრება სულიდან კეთილ გრძნობებს განდევნის.

გოეთე: თუ ცისარტყელა დიდი ხნის განმავლობაში ჩანს, მის ყურებას თავს ანებებენ.

ნიცშე: როდესაც დააფასებ იმას, რაც გაქვს და არ იცხოვრებ იდეალურობის ძებნაში, მაშინ ნამდვილად გახდები ბედნიერი.

ჩესტერფილდი: რაც უფრო მეტად კარგია ადამიანში, მით უფრო ნაკლებ ცუდს ხედავს სხვაში.

ჰესე: რწმენა ღმერთის არსებობაზე კი არ ახდენს გავლენას, არამედ შენს არსებობაზე.

აინშტაინი: არასდროს იფიქრო დიდ მიღწევებზე, იფიქრე იმაზე, რომ შენს ცხოვრებას აზრი ჰქონდეს.

ავრელიუსი: პრობლემა ისაა, რომ თუ არ ვრისკავთ, ეს უფრო მეტი რისკია.

რუმი: ის, რასაც ეძებ, თავადაც გეძებს.

რუკერტი: სჯობს, იყო უზრდელი და კარგი ადამიანი, ვიდრე ზრდილი, მაგრამ უვარგისი.

ვოვენარგი: ზოგჯერ გაიმარჯვებთ, ზოგჯერ ისწავლით!

მონტენი: ღმერთო, რა ხნიერი ვარ – მე კიდევ მახსოვს კარგი ადამიანები.

ბუასტი: რიცხვი ჩვენი წლოვანებისა და მტრებისა ყოველთვის უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია.

უაილდი: ქალისგან გაუბედურებული კაცი ღმერთმაც კი ვერ გააბედნიერა, ხოლო ქალისგან გაბედნიერებული ეშმაკმაც ვერ გააუბედურაო.

რანევსკაია: ქალი მხოლოდ მაშინ ამბობს სიმართლეს, როცა მის უკან ტყუილს მალავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი