ქალი და კაცი

ურთიერთმიზიდულობა

№7

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 25.02

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, მაგრამ ურთიერთმიზიდულობას მაინც გრძნობენ. ასეთ ურთიერთობაში ორ ადამიანს ხშირად არ აქვთ ზუსტი წარმოდგენა იმაზე, აქვთ თუ არა რაიმე საერთო, მაგრამ მაინც ერთად რჩებიან. ფსიქოლოგების აზრით, ეს გატაცება დროთა განმავლობაში შეიძლება უფრო სრულყოფილი გახდეს ან სულაც კრახით დასრულდეს.

სიყვარულში ადამიანებს, ჩვეულებრივ, საერთო ინტერესები და შეხედულებები აერთიანებთ. სიახლოვე ვნებისა და ვალდებულების გარეშე უფრო მეგობრობას გააღვივებს, ვიდრე სიყვარულს. წყვილებს, რომლებსაც ამ ტიპის სიყვარული აკავშირებთ, აქვთ მხოლოდ ვალდებულება, ინტიმურობისა და ვნების გარეშე. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზოგჯერ ამ ტიპის ურთიერთობა დიდი, მხურვალე სიყვარულის შემდეგ ჩნდება.

სიყვარული, ზოგადად, ვალდებულებასა და ვნებას გულისხმობს. ეს არის სიყვარული, როცა წყვილი იზიდავს ერთმანეთს, მზად არიან გადაიხადონ მდიდრული ქორწილი, შეთანხმებულად და თანაბრად გაიყონ ოჯახური მოვალეობებიც, მაგრამ არ აქვთ ნამდვილი ინტიმური ურთიერთობა. ასეთ წყვილებს შეუძლიათ, დიდხანს იცხოვრონ ერთად, მაგრამ არ იყვნენ ბედნიერები. ისინი პარტნიორს მეგობრად არ აღიქვამენ და ასეთი სიყვარული უაზროა.

რომანტიკული სიყვარული

რომანტიკული სიყვარული მოიცავს ვნებასა და ინტიმურ ურთიერთობას. წყვილი თავს კომფორტულად გრძნობს ერთმანეთის გვერდით, მაგრამ ისინი არ არიან მზად სერიოზული ვალდებულებების ასაღებად. ამ ტიპის ურთიერთობები ხშირად არ მიდის ქორწინებამდე.

უნდა იცოდეთ, რომ სიყვარული სამივე კომპონენტს მოიცავს: ვნებას, ემოციურ სიახლოვეს და ვალდებულებას. ამ ტიპის ურთიერთობას იშვიათად ნახავთ, მაგრამ თუ ადამიანები ახერხებენ ასეთ სასიყვარულო ურთიერთობას, მაშინ ნამდვილად უყვართ ერთმანეთი. ასეთი წყვილები დიდხანს და ტკბილად ცხოვრობენ ერთად.

დაამატეთ ცოტა „სანელებელი“

„წარმატებული ქორწინება მოითხოვს ერთი და იმავე ადამიანის ბევრჯერ შეყვარებას“ – თქვა ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა.

წყვილების უმეტესობა ურთიერთობაში სირთულეებს აწყდება. ზოგჯერ ჩნდება რუტინა და რომანტიკა სადღაც ქრება, მაგრამ ეს დასასრული არ არის. უბრალოდ, უნდა აღადგინოთ ურთიერთობის ბალანსი და თავიდან გააღვივოთ რომანტიკა.

რომანტიკულ ურთიერთობაში სიახლე შეიძლება აუცილებელი და საინტერესო იყოს. შესთავაზეთ ის თქვენს პარტნიორს და გააკვირვეთ სასიამოვნო სიახლეებით, ანუ შემატეთ ცოტა „სანელებელი“ ყოველდღიურ რუტინას.

შეგიძლიათ, დაიწყოთ წვრილმანებით, რომლებიც ადვილად მოერგება თქვენს რუტინულ დღეს, მაგალითად, იფიქრეთ ახალი დესერტის მომზადებაზე ან უყიდეთ პატარა საჩუქარი. ამით ის მიხვდება, რომ თქვენ მისთვის დრო დახარჯეთ, მასზე იფიქრეთ. ხშირად ასეთი ჟესტი ძვირფას საჩუქარზე მნიშვნელოვანია.

კარგი იქნება, თუ დაუბრუნდებით საწყისს და ამოქექეთ მეხსიერებიდან თქვენი შეხვედრის პირველი დღეები, თარიღები, რომლებიც იმ პერიოდს გაგახსენებთ, როდესაც პირველად დაიწყეთ პაემანზე სიარული. გაახსენეთ მასაც დააკვირდით, როგორ გრძნობს თავს ის.

გამუდმებით ერთ ადგილს ტკეპნით და სიახლე არაფერი გაქვთ? სასწრაფოდ გადადეთ ყველა საქმე და იმუშავეთ საკუთარ თავზე, პრიორიტეტად დაისახეთ ახალი იდეების ძიება და უნარების შეძენა. აღზარდეთ საკუთარი თავი, რათა თქვენი ურთიერთობა მეტად გაძლიერდეს.

ურთიერთობა არ შეიძლება დაბალანსდეს ერთი ადამიანის მიერ. ერთად ბევრად მარტივად შეძლებთ პრობლემის აღმოჩენას და მოგვარებას. მოუსმინეთ მასაც. ეს არის საუკეთესო გზა იმის გასარკვევად, თუ სად არის „აქილევსის ქუსლი“ თქვენს ურთიერთობაში.

არსებობს ბევრი რამ, რაც შეიძლება, თქვენთვის სასარგებლო იყოს. სწორად დაგეგმეთ პრიორიტეტები და არასოდეს დანებდეთ. გონივრულად განაგრძეთ ახალი გადაწყვეტილებებისა და შესაძლებლობების ძიება. ჩადეთ დრო და ენერგია თქვენს ურთიერთობაში და შედეგიც არ დააყოვნებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი