ქალი და კაცი

სიყვარულის კანონები

№32

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 18.08

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

გაეცანით სიყვარულის კანონებს, ისინი ნამდვილად მუშაობენ! შეგიძლიათ, ამ მომენტიდანვე შექმნათ დამაკმაყოფილებელი, მშვიდი, უსაფრთხო, რომანტიკული ურთიერთობა. წაიკითხეთ და მიჰყევით რჩევებს:

• დაივიწყეთ მოძველებული აზრი, რომ სიყვარული უბრალო რამეა, რომელსაც შეიძლება შემთხვევით გადაეყაროთ. სიყვარული მისტიკა არ არის. ის საკმაოდ აზრიანია. მისი წესების შესწავლაც შესაძლებელია. თქვენ უფრო მეტი კონტროლი გაქვთ იმ ქაოსურ ემოციებზე, ვიდრე გგონიათ;

• ეცადეთ, ყოველდღე ღიად მიაწვდინოთ ხმა ვინმეს და ითხოვოთ ყურადღება ან სიყვარული. ბევრად ბედნიერი, ჯანმრთელი, მშვიდი იქნებით და უფრო დიდხანსაც იცოცხლებთ, თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას შეუწყობთ ხელს. გახსოვდეთ, ჩვენ არ ვართ მოწყობილნი ისე, რომ მხოლოდ საკუთარი თავი ვიმყოფინოთ;

• როდესაც თავს გაღიზიანებულად, გაურკვევლად ან მშფოთვარედ გრძნობთ, ამის შესახებ თქვენს პარტნიორს უთხარით, გაუზიარეთ ემოციები და დაიხმარეთ. ბოლო კვლევების დასკვნით, საყვარელი ადამიანის ხელის მოკიდებასაც კი შეუძლია, დაგამშვიდოთ და შიშები გაგიქარვოთ;

• დააკვირდით თქვენი და თქვენი პარტნიორის ინტერაქციას. შეგიძლიათ ერთმანეთისთვის ხმის მიწვდენა? რას აკეთებთ, როცა ერთ-ერთი თქვენგანი მოღუშულია და თქვენთან კონტაქტი არ უნდა? ცდილობთ დაკონტაქტებას თუ თავს ანებებთ? უთხარით ერთმანეთს, თუ რა უნდა გააკეთოს ერთმა იმისთვის, რომ მეორე გაიხსნას. ამით თქვენ უფრო დაახლოვდებით და კონტაქტიც გაგიადვილდებათ;

• იცოდეთ, რომ ემოციური ტრავმა ურთიერთობებისთვის ძალიან საზიანოა. პარტნიორისთვის ზიანის მიყენება ადვილია, რადგან თქვენ მისთვის ყველაფერი ხართ და ის მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. ნებისმიერი წყენა შეიძლება, ტრავმად იქცეს, რადგან ის გენდობათ და ამ დროს თქვენგან არასწორ მესიჯს, ქცევას ან ემოციას იღებს;

• გახსოვდეთ, რომ ყველაზე კარგი რეცეპტი ემოციური კავშირი და ღია კომუნიკაციაა. ჩამოწერეთ მოკლე სია იმის შესახებ, თუ რა გინდათ, თქვენმა შეყვარებულმა გააკეთოს. ზოგ ოჯახში ემოციების გამოხატვას ერიდებიან, შესაბამისად, ასეთ ოჯახებში აღზრდილ ადამიანებს თავადაც უჭირთ გახსნილობა, ზოგან პირიქით – ზედმეტად ემოციურები არიან. გაიგეთ მეტი თქვენი პარტნიორის შესახებ, ეს ძალიან გაგიადვილებთ მასთან ურთიერთობას.

მთავარია, სიყვარული მოიპოვო

როგორ მოვაწონოთ თავი პარტნიორს? ბევრს ჰგონია, რომ ეს ძალიან რთულია. სინამდვილეში მთავარი გამოწვევა ის კი არ არის, როგორ მივიქციოთ პარტნიორის ყურადღება, არამედ როგორ შევინარჩუნოთ ნამდვილი, ჯანსაღი, ურთიერთობა.

რა რჩევები არსებობს რომანტიკული ურთიერთობის შენარჩუნებისთვის? გაითვალისწინეთ, რომ რჩევების უმეტესობა პარტნიორისგან რამის მოლოდინსა და მოთხოვნას კი არა, საკუთარ თავზე მუშაობას გულისხმობს.

• ემოციურად გაიზარდეთ

ჯანსაღი კომუნიკაციის უქონლობა, რომელიც ნამდვილად არყევს და შლის კიდეც ნებისმიერ ურთიერთობას. თუ გვინდა, ურთიერთობა შევინარჩუნოთ, ჯერ საკუთარ ტრავმებს, ემოციურ მოუმწიფებლობას, შიშებს, შფოთვასა და დისფუნქციური ქცევების შესწავლას უნდა დავუთმოთ დრო. რაც უფრო მეტად გვეყვარება საკუთარი თავი, რაც უფრო თავდაჯერებულები ვიქნებით, რაც უფრო უკეთესად გვეცოდინება, რა გვინდა ცხოვრებაში, მით უფრო ჯანსაღი ურთიერთობა გვექნება.

• მიიღეთ კონფლიქტი, როგორც მოცემულობა

რა ხდება, როდესაც კონფლიქტს მუდამ გავურბივართ?

აუცილებელია, გადავამოწმოთ ჩვენი მოლოდინები, გავიაზროთ, რა არის კონფლიქტი, როდის უახლოვდება ჩხუბი ძალადობას და როდისაა ემოციების გამოხატვისა და უკმაყოფილების გაზიარების გზა. ასევე, უნდა ვისწავლოთ კონფლიქტის დროს კომუნიკაცია და კონფლიქტის შემდგომ ურთიერთობის აღდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში ან გავექცევით კონფლიქტს, რაც საზიანოა ურთიერთობისთვის, ან მუდამ კონფლიქტში ვიქნებით, რაც ასევე საზიანოა.

• დააწესეთ ჯანსაღი ემოციური საზღვრები.

როგორც ზედმეტად ღია, ისე ზედმეტად დახურული საზღვრები ანგრევს ურთიერთობას. არ არსებობს რეცეპტი, როდის, როგორ, რამდენად უნდა გავიხსნათ პარტნიორთან. თუ საზღვრები მოქნილია, პასუხობს გამოწვევას, აქ და ამჟამად აღმოცენებულ საჭიროებას, თუ ხდება მშვიდი კომუნიკაცია სივრცეში თუ სიახლოვეზე, ურთიერთობა გაცილებით ჰარმონიული და ჯანსაღია.

წყვილი არ არის ორი არასრული ადამიანის ერთობა, წყვილი ორი თვითმყოფადი პიროვნების გაცნობიერებული კონტაქტის შედეგია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა