ქალი და კაცი

სექსუალური ქალი

№31

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 15.08, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ ქალი სექსუალურია, თუ ის თავისი ქცევის და სიარულის მანერით, გამოხედვით, გარეგნული იერით, სურნელით, მამაკაცის ეროტიკულ ფანტაზიას აღვიძებს.

ის, რომ თითქოს სექსუალურობა სილამაზეზეა დამოკიდებული – მცდარია.

სექსუალური შეიძლება, იყოს ქალი, რომელიც სულაც არ არის იდეალური გარეგნობის და პირიქით, თითქოს უნაკლოდ ლამაზი საერთოდ არ იყოს სექსუალური.

თუ ქალი იქცევს მამაკაცების ყურადღებას და უღვიძებს ურთიერთობის სურვილს, მაშინ ის შეიძლება, სექსუალურად მივიჩნიოთ. ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა რამდენი კილოგრამია ან რა ფერის თვალები აქვს, რა აცვია და ასე შემდეგ. სექსუალურობა სულაც არაა დამოკიდებული ამ პარამეტრებზე – სექსუალურობა ეს შინაგანი მდგომარეობაა. ასევე, მცდარია აზრი, თითქოს სექსუალური შესაძლოა იყოს მხოლოდ ახალგაზრდა ქალი. არაერთი კვლევა ადასტურებს – ქალის სექსუალურობა პიკს აღწევს 30-50 წლის ასაკში.

საბედნიეროდ, სექსუალური შეგიძლიათ, გახდეთ, თუ არ დაიშურებთ ძალისხმევას და საკუთარ თავზე იმუშავებთ.

• უსმინეთ თქვენს გრძნობებს და სურვილებს – უპირველესად, საკუთარი თავისა და სხეულის შესწავლა უნდა შეგეძლოთ, იყოთ გულახდილი საკუთარ თავთან. ისწავლეთ თქვენი გრძნობებისა და სურვილების მოსმენა, მათი შესრულება, ამით კი თვითშეფასებას გაიზრდით. თვითშეფასება კი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სექსუალურობის ფორმირებაში. თუ თქვენ თავს ღირსეულად და ლამაზად მიიჩნევთ, ამას სხვებიც შეამჩნევენ.

• იცხოვრეთ კონკრეტული მომენტით „ახლა და აქ“ – ნუ ჩაიციკლებით იმით, რაც მოხდა წარსულში, ასევე, რაც შესაძლოა, მომავალში მოხდეს. იცხოვრეთ დღევანდელი დღის ემოციებით, იმით, რაც რეალურია.

თუმცა, „ახლა და აქ“ პრინციპი არ გამორიცხავს, რომ მომავალი არ დაგეგმოთ. გამოიყენეთ პოზიტიური გამოცდილება. გაიხსენეთ სიტუაციები, სადაც ყურადღების ცენტრში იყავით – ეს შინაგან რწმენას მოგმატებთ.

• უპრობლემოდ მიიღეთ ფლირტი – ნუ იძაბებით! ცხოვრება თამაშია! სექსუალურობაც თავისებური თამაშია. იმ შემთხვევაში იქნებით თავდაჯერებული, თუ უდარდელად ითამაშებთ.

• გულწრფელი ინტერესი ყურადღების ობიექტის მიმართ – თუ მან შეგამჩნიათ და გსურთ, ურთიერთობა გააგრძელოთ, თავადაც გამოიჩინეთ ინტერესი! გულწრფელი და ძალდაუტანებელი ინტერესი თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.

ფსიქოლოგების აზრით, ექსტრავერტები უფრო წარმატებულები არიან სექსუალურ ცხოვრებაში, რადგან მათ არ ეშინიათ საკუთარი გრძნობებისა და სურვილების გამოხატვა. ისწავლეთ, აჩვენოთ თქვენი გრძნობები: ილაპარაკეთ სექსზე, ხმამაღლა გამოთქვით აზრები, მისწერეთ, გაუზიარეთ ფანტაზიები.

დაცილება არც ისე შორსაა

ქალისა და კაცის ურთიერთობა ჯოხივითაა, მხოლოდ ორი ბოლო აქვს – ერთად ყოფნა ან დაცილება. ურთიერთობის რაღაც პროცენტი, სამწუხაროდ, დაცილებით მთავრდება ხოლმე. არც ისე ადვილია მონათესავე სულის პოვნა, რომელთანაც ბედნიერი იქნები. ქალები ჩივიან კაცებზე, კაცები კი – ქალებზე. ძნელია გარჩევა, რომელია მართალი, თუმცა თუ მამაკაცი ხართ და არ გსურთ მიტოვებული აღმოჩნდეთ, შეეცადეთ ამ ჩამონათვალიდან არც ერთში არ მოხვდეთ.

• თუ კაცს სიტყვა „პასუხისმგებლობაზე“ ელეთმელეთი ემართება, მუხლები ეკვეთება და არ იცის, საით გაიქცეს, თუ ყველა გადაწყვეტილების მიღებას ქალს ანდობს, ასეთ ურთიერთობაში დაცილება არც ისე შორსაა;

• ქალს არ აქცევს ყურადღებას. შემდეგ კი უკვირთ, საიდან გაჩნდა ყვავილები მაგიდაზე, საჩუქრები, ხშირი სატელეფონო ზარები, უმიზეზოდ გაბრწყინებული თვალები. ქალებისთვის ყურადღება სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუ ამას თავისი მამაკაცისგან არ მიიღებს, დროთა განმავლობაში გვერდით ძებნას დაიწყებს და იწყება კოლეგებთან ფლირტი, ახალი ნაცნობები... კონკურენცია დღეს მაღალია. მხოლოდ ერთად ყოფნა არაა ერთგულების გარანტი. ასეთი მამაკაცები ცუდი ადამიანები არ არიან, სასიამოვნო და სიმპათური ტიპები არიან, თუმცა მონადირების შემდეგ ქალის არსებობას თავის გვერდით ჩვეულ ამბად მიიჩნევენ. სამსახური, მეგობრები, კომპიუტერი, ტელევიზორი, სხვადასხვა საზრუნავი... და ურთიერთობა მალე იქცევა მოსაწყენ რუტინად, რადგან ქალი ვერ გრძნობს ყურადღებას – მამაკაცისთვის სულ ერთია, რას ფიქრობს ის, რით ცხოვრობს, ის არაა მისი სულიერი დასაყრდენი. ქალს კი კომპლიმენტები უყვარს. სიამოვნებს, როცა თავს გამორჩეულად და ერთადერთად გრძნობს, როცა ეუბნებიან, რომ ლამაზია, სექსუალურია, როცა მამაკაცი მის ღირსებებს ამჩნევს და აღნიშნავს. კომპლიმენტი ქალისთვის ისევეა, როგორც ყვავილისთვის წყალი. ზოგი მამაკაცი ფიქრობს, ის ხომ ჩემ გვერდითაა, ესე იგი, უნდა ხვდებოდეს, რომ გამორჩეულია და ამის თქმა ზედმეტია. ეს დიდი შეცდომაა! თუ ქალმა არ იგრძნო, თქვენი სიტყვებით, თქვენი ქცევით, რომ ის განუმეორებელია, თუ თავს არ იწუხებთ კომპლიმენტებით, მაშინ ეს ურთიერთობა, შესაძლოა იმაზე მოკლე აღმოჩნდეს, ვიდრე ელით;

• მამაკაცი ხვდება ქალს, აქვს მასთან ახლო ურთიერთობა და ამ დროს ისევ იდეალურ ქალზე ოცნებობს – „უნდა იყოს ქერა, ცისფერთვალება, დიდი მკერდით, გრძელი ფეხებით, ჰოროსკოპით ლომი და განათლებით ექიმი“. ასეთი მამაკაცი უახლოეს პერიოდში მიტოვების კანდიდატია, მალე დაკარგავს საყვარელ ქალს. მართალია, ქალები უფრო თბილები და ყურადღებიანები არიან, უფრო მეტად ზრუნავენ ურთიერთობებზე, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება – ურთიერთობას ორივე აგებს, ორივე უნდა ზრუნავდეს და უფრთხილდებოდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი