ქალი და კაცი

მომხიბვლელობა დეტალებშია

№7

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 27.02, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს სილამაზის საკუთარი სტანდარტები აქვთ, მაინც შესაძლებელია, მივხვდეთ, რა იზიდავთ მათ ქალბატონებში პირველი დანახვისას.

საყოველთაოდ ცნობილი სტანდარტები ასეთია: გრძელი ფეხები, მსხვილი, დიდი ტუჩები, მაღალი მკერდი, სქელი თმა, შთამბეჭდავი უკანალი... მაგრამ ქალის გარეგნობაში კიდევ არის რამდენიმე დეტალი, რომლებიც მამაკაცებს ჭკუიდან შლის:

👉თეძოებისა და წელის პროპორციულობა - მამაკაცებისთვის ამ პარამეტრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პროფესიონალებმა ამ პარამეტრების იდეალური კოეფიციენტიც კი გამოთვალეს. თუ წელის გარშემოწერილობას თეძოების გარშემოწერილობაზე გაყოფთ, შედეგი 0,7 უნდა იყოს. შეგიძლიათ არ დაიჯეროთ, მაგრამ ასეთი პროპორციების ქალზე პერსონალური ინფორმაცია მამაკაცს ძალიან კარგად ამახსოვრდება;

👉წვრილი წელი – ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ წვრილი და გამოკვეთილი წელი ქალის მიმზიდველობის ეტალონია. წელის ხაზი ასევე დაკავშირებულია ქალის რეპროდუქციულ შესაძლებლობებთან. ქალის სხეულის ასეთი აღნაგობა ძალიან ახლოს არის „ევასთან“ – ანუ, მის ბიოლოგიურ ფუნქციასთან.

👉კიდევ ერთხელ ხმაზე, რომელიც მამაკაცზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამის დასამტკიცებლად საინტერესო კვლევები ჩატარდა – მამაკაცებს აჩვენეს ქალბატონების ფოტოები და სთხოვეს, შეეფასებინათ ისინი. მერე კი ეს ქალები მათი ხმის ტემბრითაც შეაფასებინეს. ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა;

👉 სიარულის მანერა – მხრები უკან უნდა იყოს გადაწეული. თეძოები კი – თავისუფალი. თქვენ უნდა ჰგავდეთ ავაზას ნახტომის წინ. მამაკაცები ასეთ ქალბატონებს ხელიდან არ გაუშვებენ. მამაკაცი არასოდეს მიაქცევს ყურადღებას ქალს, რომელიც ქუჩაში თავდახრილი და მხრებჩამოშვებული მიდის. თავდაჯერებულ, მტკიცე ნაბიჯით მიმავალ, ამაყად თავაწეულ ქალს კი, მინიმუმ, თვალს მაინც გააყოლებს;

👉გამოხედვა – ანუ, მზერა რომელიც ატყვევებს და რომელიც განუმეორებელს ხდის ყველა ქალს. ასე რომ, თამამად შეხედეთ მამაკაცს და გაუღიმეთ მას.

პ.ს. ქალბატომებო, გაითვალისწინეთ – მამაკაცებს ძალიან მოსწონთ კაბები, რომლებსაც ზურგი წელამდე აქვს მოხსნილი.

სიცრუე და რეალობა

ჩვენ ხშირად ვექცევით გაპოპულარებული სიცრუის ტყვეობაში და ამას ხანდახან ცხოვრების სახელმძღვანელოდაც კი ვიხდით. ყოველთვის სჯობს, რეალობას გავუსწოროთ თვალი და ისე დავალაგოთ ურთიერთობები.

მაგალითად, რატომ უნდა გჯეროდეთ ასეთი ფრაზების:

👉„არავის დავუთმობ შენს თავს!” – ეს რომანტიკული სერიებისა და ფილმების წყალობით გავრცელდა და დამკვიდრდა. გახსოვდეთ, ასეთი ფრაზა მშვენიერი სქესის გულუბრყვილო წარმომადგენლებზეა გათვლილი;

👉„სულ 10 წუთით შემოვალ, ყავაზე“ – ამ ბანალურ ფრაზას შეუძლია, ყველაზე მშვენიერი საღამოც კი გააფუჭოს. მამაკაცების უმეტესობას, ამ ფრაზის წარმოთქმისას იმედი აქვს, რომ ურთიერთობა სხვა დონეზე გადავა. თუ გრძნობთ, რომ მზად ხართ, თავისუფლად მოიწვიეთ თქვენი ჯენტლმენი „ყავაზე“, მაგრამ თუ გადაწყვეტილი გაქვთ მოვლენები არ დააჩქაროთ, მაშინ უმჯობესია, ყავის დალევა სხვა დროს გადადოთ;

👉„ყოველთვის შენთან ვიქნები” – რეალურად არავინ იცის, მომავალში რა როგორ შეიცვლება და ვის რა ელის;

👉 „ბავშვებზე ვოცნებობ და მზად ვარ, სერიოზული ურთიერთობისთვის!” – თუ თქვენი რჩეული 40 წელს გადაცილებულია და ის არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, მაშინ შეიძლება, დაიჯეროთ კიდეც. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რატომ არ ან ვერ შექმნა 40 წლამდე ოჯახი;

👉„მხოლოდ ჩაგეხუტები...“ – ამ ფრაზას უფრო ხშირად იყენებენ ახალგაზრდები, ვიდრე ზრდასრული მამაკაცები, მაგრამ, როგორც ირკვევა, არიან გოგონები და ქალებიც კი, რომლებიც ამ ბლეფს იჯერებენ. უბრალოდ „ჩახუტება“ ნიშნავს შეხებით ემოციურ კონტაქტს. სტატისტიკის მიხედვით, ამ მომენტში ქალის ცდუნება მხოლოდ ტექნიკის საქმეა.

ეს მამაკაცს ატყვევებს

გსმენიათ, რომ მამაკაცებს თვალებით უყვართ? საინტერესოა, საიდან იღებს ის სათავეს. იქნებ იქიდან, რომ მამაკაცებს ქალბატონების თავიდან ფეხებამდე შეთვალიერება დასაბამიდან სჩვევიათ. რაც უფრო მიმზიდველია ქალი, მით უფრო ჯანმრთელად ეჩვენება ის მამაკაცს. შეიძლება, ამას არ ამბობდეს, მაგრამ ქვეცნობიერში გრძნობს, როგორი შვილები ეყოლებათ.

კვლევებით კი დადგენილია, რომ მამაკაცს ქალში იზიდავს:

👉 ღიმილი – რა თქმა უნდა, ბედნიერი ადამიანი ყველაზე მიმზიდველია. მომხიბვლელი ღიმილი კი ძირითადად ლამაზი ტუჩებისა და ჯანმრთელი, ქათქათა კბილების დამსახურებაა;

👉 მაღალი ხმა – კვლევების თანახმად მაღალი ტემბრის ხმა ახალგაზრდობასთან და ქალის ნატიფ სხეულთან ასოცირდება. ეს ორი კომპონენტი ძალიან ხიბლავს მამაკაცებს;

👉ნაკლები მაკიაჟი – შეიძლება იფიქროთ, რომ მკვეთრად შეღებილი ტუჩები, ჩამუქებული თვალები და დაწებებული წამწამები ძალიან გალამაზებთ, მაგრამ მამაკაცების უმრავლესობას ქალში ბუნებრიობა უფრო იზიდავს. ანუ, ზომიერება მნიშვნელოვანია;

👉ჯანმრთელი თმა – გრძელი, მბზინვარე თმა ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების ნიშანია. .გახსოვდეთ ეს, სანამ თმას მოკლედ შეიჭრით ან, საერთოდ, გადაიპარსავთ. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – მიჩნეულია, რომ მამაკაცებს უფრო მეტად ქერა ქალები მოსწონთ. რომ ქერები გაცილებით მიმზიდველები არიან. მაგრამ რეალობამ აჩვენა, რომ სტაბილური ურთიერთობისთვის მამაკაცები შავგვრემნებს ირჩევენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი