ქალი და კაცი

ქორწინების „უფლება“

№9

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 10.03

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქალების უმეტესობა ოცნებობს, სწორედ მისთვის აჟღერებული მენდელსონის მარშის ხმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაიგონოს. როგორ მივიყვანოთ მამაკაცი საკუთარი ფეხით საკურთხევლამდე?

თუ გათხოვება მართლა გულით გინდათ, ისე მოიქეცით, ეგონოთ, თითქოს არ გინდოდეთ. მამაკაცი ბუნებით მონადირეა. მას უყვარს ქალის გულის მონადირება და ამ პროცესისგან სიამოვნებას იღებს. თუმცა, გავა დრო და მიხვდება, რომ თქვენთან ყოფნის ერთადერთი გზა დაქორწინებაა. მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია არჩევანის თავისუფლება.

აუხსენით თქვენს რჩეულს, რომ არ მოგწონთ არასტაბილური და არაოფიციალური ურთიერთობები. რომ თქვენი მშობლებიც უკმაყოფილონი არიან. ამის შემდეგ, წესით, მამაკაცმა, რომელსაც ნამდვილად უყვარხართ, ხელი უნდა გთხოვოთ.

მამაკაცს მოსწონს საკუთარი თავის გმირად წარმოდგენა. თუ რამე გაფუჭდა: ონკანი, კომპიუტერი, წიგნების თარო, სთხოვეთ მას დახმარება და აუცილებლად შეაქეთ გაწეული სამსახურისთვის. ეს კიდევ ერთი მიზეზი იქნება, საღამო ფინჯან ყავაზე ერთად გაატაროთ.

კარგად დაფიქრდით – ნამდვილად გინდათ გათხოვება? მაშინ შეხვედრაც მხოლოდ იმ მამაკაცთან ღირს, რომელიც მზად არის ქორწინებისთვის. ისინი კი, ვინც საერთოდ არ ფიქრობს ოჯახსა და ქორწინებზე, უმჯობესია, თავიდან მოიშოროთ.

კარგად გაიაზრეთ, რა გსურთ! შესაძლოა, თქვენი ცხოვრების წესი და გეგმები საერთოდ არ შეესაბამებოდეს ოჯახურ ცხოვრებას. იქნებ თქვენთვის არ დამდგარა ოჯახის შექმნის დრო? ასე რომ, ჯერ გაერკვიეთ, რა გინდათ და შემდეგ იმოქმედეთ.

ტოქსიკური და დამღლელი

ჩვენ ირგვლივ ბევრია ისეთი ადამიანი, ვისთან ურთიერთობასაც ბედნიერება ნამდვილად მოაქვს, თუმცა ყველა ამ ნიჭით როდია დაჯილდოებული. ბევრია ისეთიც, ვისთან ურთიერთობაც ტოქსიკური და დამღლელია. გირჩევთ, ამოიცნოთ ისინი.

ტოქსიკური ადამიანები არიან ისინი, ვისაც მუდმივად შემოაქვთ ნეგატივი თქვენს ცხოვრებაში. ისინი შეიძლება, იყვნენ კრიტიკული, მანიპულაციური ან ემოციურად დამღლელი. აუცილებელია ამ პიროვნებებისგან დისტანცირება, რათა დაიცვათ საკუთარი თავი ნეგატიური ზემოქმედებისგან.

მანიპულატორებს აქვთ უნარი, გაიძულონ, რაიმე გააკეთო შენი ნების საწინააღმდეგოდ. ისინი შეიძლება, იყვნენ მატყუარები და მაკონტროლებლები. მათთან კომუნიკაციის გაწყვეტა გადამწყვეტია თქვენი თვითშეფასების შესანარჩუნებლად.

ქრონიკული მატყუარები – ადამიანებმა, რომლებიც ჩვეულებრივ, იტყუებიან და არაკეთილსინდისიერები არიან, შეიძლება, დაგაკარგვინონ ნდობა, დაგირღვიონ სიმშვიდე. რთულია ჯანსაღი ურთიერთობა მათთან, ვინც გამუდმებით გატყუებთ. ამიტომ სასწრაფოდ გაეცალეთ ასეთ ადამიანებს.

ნარცისები არიან ეგოცენტრულები, არ აქვთ თანაგრძნობა და ემპათია სხვების მიმართ. ისინი შეიძლება, იყვნენ მანიპულატორები, შეურაცხმყოფელი და მომთხოვნები. ნარცისებთან მჭიდრო კონტაქტის თავიდან აცილებით თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას დაიცავთ.

ზოგიერთი ადამიანი მუდმივად ხარჯავს თქვენს ენერგიას თავისი ნეგატიურობითა და პესიმიზმით. მათ შეიძლება, გამუდმებით იწუწუნონ. ამიტომ საკუთარი პოზიტიური მსოფლმხედველობის შესანარჩუნებლად მაქსიმალურად დისტანცირდით მათგან.

დრამის მაძიებლები ქაოსსა და კონფლიქტს ქმნიან. ისინი ხშირად აქცევენ სხვებს თავიანთ მღელვარე და დაძაბულ ურთიერთობებსა თუ სიტუაციებში. ასეთი ტიპის ადამიანთან ურთიერთობამ შესაძლოა, თქვენი სიმშვიდე და კეთილდღეობა დაარღვიოს.

ყოველთვის აირჩიეთ პრიორიტეტად საკუთარი თავი და არასოდეს დანებდეთ სხვის ნება-სურვილს. იცხოვრეთ საკუთარი სურვილების განხორციელებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი