ქალი და კაცი

ჭკვიანი ქალი

№9

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 03.03

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

იყო ჭკვიანი – ეს ბუნების ჯილდოა, ამასთან, საკუთარი თავის განვითარებასა და საყვარელ ადამიანთან კავშირის გამყარებაზე უწყვეტი და დაუღალავი მუშაობის შედეგი.

თუკი ქალს სჯერა იმის, რომ მამაკაცის მხრიდან სიტყვა – „მიყვარხარ“, საკმარისია თავდავიწყების მორევში თავით, ხოლო მის საწოლში სხეულით გადაშვებისთვის, მაშინ გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს.

უბრალო ქალური ბედნიერება – სიყვარული, ქმარი, შვილები, ოჯახური კერა, ყველა ქალისთვის აუცილებელია. მაგრამ, როცა ჩვეულებრივი ქალი დარწმუნებულია, რომ ბედნიერი სიყვარულისთვის საკმარისია შესაფერისი მამაკაცი, ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ სიყვარული, როგორც ყველა სხვა ადამიანური ურთიერთობა, მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას. ანუ, შემიყვარდა და ახლა ყველაფერი იდეალური იქნება – ასე ნამდვილად არ არის.

თუ გინდათ, იყოთ ძლიერი პიროვნება და მართოთ საკუთარი ცხოვრება, მაშინ ჯობს, თვალი გადაავლოთ ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალს და მოარგოთ თქვენს პრაქტიკას:

* ჭკვიანი ქალი არაფერს ტოვებს ბედის ანაბარად;

• ჭკვიან ქალს შეუძლია, ბედნიერი იყოს როგორც მამაკაცის გვერდით, ისე მის გარეშე;

• ჭკვიანი ქალი არასოდეს იწყებს ურთიერთობას მამაკაცთან, რომელიც ჯიუტად დუმს თავის წარსულზე და უგულებელყოფს ყველა მის კითხვას ამ თემასთან დაკავშირებით;

• ჭკვიანი ქალი არ შეიყვარებს მამაკაცს, რაც არ უნდა ძლიერი ვნება და ლტოლვა ჰქონდეს მის მიმართ, თუკი მისგან იგივე არ დაინახა;

• ჭკვიანი ქალი არ დაუკავშირებს ცხოვრებას ისეთ მამაკაცს, რომელიც იტყუება. არ აქვს მნიშვნელობა ვის ატყუებს ის;

• ჭკვიანი ქალი არ შეიყვარებს ისეთ მამაკაცს, რომელიც წარსულ ურთიერთობაში მოღალატე იყო;

• ჭკვიანი ქალი არცერთი წუთით არ გაჩერდება მამაკაცთან, რომელსაც თანაგრძნობის უნარი არ აქვს;

• ჭკვიანი ქალი თავს არიდებს ისეთ მამაკაცთან ურთიერთობას, რომელსაც ბრაზის შეკავება უჭირს;

• ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ მისი შესაფერისი მამაკაცი თავიდან შესაძლოა, ძალიან უფერულად და მოსაწყენად მოეჩვენოს;

• ჭკვიანი ქალი სათანადოდ აფასებს მამაკაცს, რომლის გვერდითაც თავს მშვიდად და საიმედოდ გრძნობს.

არავითარი სტერეოტიპი

მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპისა, რომ მამაკაცებს ეშინიათ წარმატებული და ჭკვიანი ქალების, კაცებისთვის ეს თვისებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დახვეწილობა, კულინარიული უნარ-ჩვევები და სოციალური წარმომავლობა.

ქალებიცა და მამაკაცებიც მუდმივად ასახელებენ, რომ ემოციური სტაბილურობა და სიმწიფე, პოტენციური მეუღლის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი თვისებაა. ცხადია, ეს არ გულისხმობს ყოველი დღის ყოველი წამს, მაგრამ ქალს, რომელსაც შეუძლია, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხელები შემოხვიოს საყვარელ მამაკაცს და ვნებიანად აკოცოს, აუცილებლად დააფასებენ.

მართალია, რომ მამაკაცების უმეტესობას არ შეუძლია ემოციების ადეკვატურად გამოხატვა. ამიტომაც მათ თანამგრძნობი ქალი სჭირდებათ, რომელთანაც თავს უფლებას მისცემს, იყოს დაუცველი და მოწყვლადი.

მამაკაცს სურს იგრძნოს, რომ მას შეუძლია იყოს „ნამდვილი მე“, მაშინაც კი, თუ ეს არ შეესაბამება სრულყოფილი მამაკაცის იმიჯს.

ახლა კი მთავარი:

* თუ ძალიან ბევრს საუბრობთ თქვენი ცხოვრების იმ დეტალების შესახებ, რაც მხოლოდ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა იციან, ეს უბრალოდ სიგიჟეა;

* თუ ადრეულ ფაზაში დაიწყებთ პატარა უვნებელი ტყუილების მოგონებას, რათა უფრო საინტერესოდ წარმოჩინდეთ, სულ მალე თქვენ აღმოჩნდებით ჩიხში, საიდანაც გამოსვლა ძალიან გაგიჭირდებათ;

* თქვენ მის შესახებ უნდა იცოდეთ ზუსტად იმდენი, რამდენიც მან იცის თქვენზე. ამიტომ, ნებისმიერ შეკითხვას, თქვენს პირად თოქ-შოუდ ნუ გადააქცევთ;

* შეუძლებელია, სიტყვებით გადმოვცეთ, თუ რამხელა შეცდომაა ყოფილი შეყვარებულის ხსენება და წარსული ურთიერთობის განხილვა, როდესაც ახალგაცნობილ ადამიანს ესაუბრებით. სავარაუდოდ, მას მეორედ ვეღარ ნახავთ;

* იყავით თავმდაბალი – ჭეშმარიტად თავდაჯერებული ადამიანები თავს არიდებენ საუბარს, თუ რამდენად კარგები არიან;

* თუ პაემანზე ხართ და გარშემო მყოფებთან ფლირტს მხოლოდ იმიტომ იწყებთ, რომ მისთვის უფრო სასურველი და მიუწვდომელი გამოჩნდეთ, უზარმაზარ შეცდომას უშვებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი