ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№31

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 11.08

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ამოვაწყვე (დავაწყვე, ჩავაწყვე) და არა ამოვაწყე (დავაწყე, ჩავაწყე).

აჩვენებს (წიგნს) და არა უჩვენებს (წიგნს); მაგრამ – უჩვენებს სეირს.

გაგიკეთეს, შეგაფასეს, გითხრეს და არა გაგიკეთენ, შეგაფასენ, გითხრენ (კუთხურია).

გამოსდგომია და არა გამოდგომია.

დაჰკვირვებია და არა დაკვირვებია.

დეპორტაცია და დეპორტირება პარალელური ფორმებია.

დისპეტჩერი და არა დისპეჩერი.

კამუფლაჟი და არა კამუფლიაჟი.

პარტიზანის და არა პარტიზნის.

ფურშეტი და ა-ლა-ფურშეტი პარალელური ფორმებია.

ჭედდა და არა ჭედავდა.

ჭიანაწლავი და ჭიაყელა ნაწლავი პარალელური ფორმებია.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არასდროს არ უნდა დავნებდეთ და არა არასდროს უნდა დავნებდეთ.

არაფერს მათხოვებდა (ხოლმე) და არა არ მთხოვნიდა არაფერს.

ახალგაზრდის შესახებ და არა ახალგაზრდას შესახებ.

არჩევნის გაკეთება და არა არჩევანის გაკეთება.

არ მკითხეს და არა არ შემეკითხეს.

აქტიურად ვიცხოვროთ და არა აქტიურ ცხოვრებაში მივიღოთ მონაწილეობა.

ვემზადებით რუჯის მისაღებად და არა ვემზადებით რუჯის მიღებისთვის.

თანავუგრძნობ ოჯახს და არა ვუთანაგრძნობ ოჯახს.

კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრი და არა კლინიკო-დიაგნოსტიკური ცენტრი.

ჩვენი მცდელობა შედეგს გამოიღებს და არა ჩვენი მცდელობა გამოიტანს შედეგს.

ხელი მიგიწვდებათ ყველა ინფორმაციაზე და არა ხელი მიგიწვდებათ ყველა ინფორმაციას.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი