ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№30

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 04.08

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აბრევიატურა და არა აბრივიატურა.

გააკულაკეს (კულაკებად აქციეს) და არა განაკულაკეს; მაგრამ – განაკულაკეს (მთელი ქონება წაართვეს, ანუ კულაკობა ჩამოართვეს) და არა გააკულაკეს. გააკულაკეს და განაკულაკეს ურთიერთსაპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებია.

დაწნული და არა დაწნილი, დაპწნილი.

მიკრული და არა მიკრობილი.

მოსკოვური და არა მოსკოური.

მოსცილდა და არა მოცილდა.

მოსწია (სკამი; სიგარეტი) და არა მოწია (სკამი; სიგარეტი).

სიიაფე და იაფობა პარალელური ფორმებია.

სპაზმი და არა სპაზმა.

სიუიტა და არა სუიტა.

სლავური (ენები) და არა სლავიანური (ენები).

ფორსმაჟორი და არა ფორსტმაჟორი, ფოსტმაჟორი, ფოსმაჟორი.

ფინიკი და ინდისხურმა პარალელური ფორმებია.

ფონენდოსკოპი და არა ფონედოსკოპი, ფონეიდოსკოპი.

ფლუგერი და არა ფლიუგერი.

ღვინობისთვე და მწიფობისთვე სინონიმებია.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზმები

გაგეზიარებინათ ახალგაზრდა თაობებისთვის და არა გაგეზიარათ ახალ თაობებთან.

გიორგი დაიკავებს თავის ადგილს და არა გიორგი დაიკავებს მის ადგილს.

ესთეტიკურად როგორ გამოიყურება და არა ესთეტიურად როგორ გამოიყურება.

ერთი მეტრი თოვლი დადო და არა ერთი მეტრა თოვლი დადო.

ვსხედვართ სუფრასთან და არა ვზივართ სუფრაზე.

იმ ხალხს შეეხება და არა იმ ხალხს შეეხებათ.

ლათინურ-ამერიკული ცეკვების ოსტატი და არა ლათინო-ამერიკული ცეკვების ოსტატი.

მაქვს ერთსტროფიანი სიმღერა და არა მაქვს ერთკუპლეტიანი სიმღერა.

მორისმა რომ დაიწყო ცეკვა და არა მორისიმ რო დაიწყო ცეკვა.

როგორ უნდა გაძლიერდნენ ეს ქვეყნები და არა როგორ უნდა გაძლიერდეს ეს ქვეყნები.

ტიტა, ტიულპანი და ტულიპი პარალელური ფორმებია.

რომ გამემარჯვა და არა გამარჯვება რომ მიმაღებინა.

უზრუნველვყოთ და არა ვუზრუნველყოთ.

ყურძნის წიპწა და არა ყურძნის წიპწი.

ჩააბარო პლასტმასი და არა ჩააბარო პლასმასა.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...