ვილაპარაკოთ ქართულად
ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 28.07

აღიძვრება და არა აღიძრება.
ანგიოლოგი და არა ანგეოლოგი.
ბექთარი და არა ბეგთარი.
გადასვამს (ნაპირზე) ერთ ადამიანს და არა გადააჯენს; მაგრამ – გადასხამს (ნაპირზე) ერთზე მეტ ადამიანს.
ეპილეფსია და არა ეპილეპსია; მაგრამ – ეპილეპტიკოსი და არა ეპილეფტიკოსი, ეპილეფტიკი, ეპილეპტიკი.
ვინც და არა ვინაც.
ზემოაღნიშნული და ზემოთ აღნიშნული პარალელური ფორმებია.
ზემოდასახელებული და ზემოთ დასახელებული პარალელური ფორმებია.
ზეპირსიტყვიერება და ფოლკლორი პარალელური ფორმებია.
ზონდაჟი და ზონდირება პარალელური ფორმებია.
თავზევით და თავზემოთ პარალელური ფორმებია.
იკვეხნის, ტრაბახობს და არა კვეხულობს, ტრიპაჩობს, იკვეხის.
„ტაიმსი“ და არა „თაიმსი“.
ტიტულიანი და არა ტიტულოვანი.
ტოვებს და არა სტოვებს.
ტრენინგი და არა თრენინგი.
უთავო და არა უთაო.
საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები
ალცჰაიმერის დაავადება დაემართა და არა ალცგეიმერი დაეწყო.
არ ვამჩნევ და არა არ ვატყობ.
ვერაფრის დიდებით ვერ გავაკეთებ და არა ვერაფრის დიდებით გავაკეთებ (იგივეა: არაფრის დიდებით არ გავაკეთებ; ნურაფრის დიდებით ნუ გააკეთებ და არა არაფრის დიდებით გავაკეთებ; ნურაფრის დიდებით გააკეთებ).
მამის დღე (დედის დღე) და არა მამების დღე (დედების დღე).
მივდევ მოდას და არ მივსდევ მოდას ( მაგრამ – მისდევ, მისდევს).
მუნდშტუკით ეწევა სიგარეტს და არა მუნშტუკს ეწევა.
ოცდაერთწლამდელთა ნაკრები და არა ოცდაერთ წლამდე ნაკრები.
ოფსეტი და არა ობსეტი.
სიკვდილს ჩავხედე თვალებში და არა სიკვდილს ჩავხედე თვალში.
სხეულის იმ მონაკვეთებზე წავისვათ, სადაც იგრძნობა პულსაცია და არა სხეულის იმ ნაწილებზე წავისვათ, რომლებიც ფეთქავს.
ხვდება ჩვენი მომხმარებლის ხელში და არა ხვდება ჩვენს მომხმარებლის ხელში.
P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...