ვილაპარაკოთ ქართულად
ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 14.07

ბანდერელები და არა ბენდეროველები.
გადამმუშავებელი და არა გადამამუშავებელი.
გაცვივდნენ და არა გავარდნენ.
დასუნა და დაყნოსა პარალელური ფორმებია.
დასჯერდა და არა დაჯერდა.
დაუბომბავს (თურმე) და არა დაუბომბია (საწყისი ფორმა – დაბომბვა).
იარლიყი და არა იარლიკი.
მალაქიტი და არა მალახიტი.
მანიაკური და მანიაკალური პარალელური ფორმებია.
მაროდიორი და არა მარადიორი, მოროდიორი.
პანდის (ნათესაობითი ბრუნვა) და არა პანდას (ნათესაობითი ბრუნვა).
სინთეტიკური და არა სინთეტიური, სინთეტური.
სპეკულანტი და არა სპეკულიანტი.
ფუნიკულიორი და არა ფუნიკულორი.
ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია და არა ქრისტიან-დემოკრატიული პარტია.
ღვთის და ღმერთის პარალელური ფორმებია.
ყარაჩაეთ-ჩერქეზეთი და არა ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ყარაჩაევო-ჩერქეზეთი.
ყეენობა (ხალხური სანახაობა) და არა ყაენობა (მაგრამ, საწყისი ფორმა – ყაენი და არა ყეენი).
შეგნება და შეგნებულობა პარალელური ფორმებია.
საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები
ადამიანები ასეთი მატყუარები თუ იყვნენ, არ მეგონა და არა ადამიანები ასეთი მატყუარები არ მეგონენ.
ადამიანმა რაღაცა ამბავი რომ მოყვეს და არა ადამიანი რაღაც ამბავს რომ მოყვეს.
არავის შევძვრომივარ და არა არავის შევძრომილვარ.
არ გამიწმენდია და არა არ გამიწმინდავს.
არ გამომიტოვებია და არა არ გამომიტოვია.
გაღიზიანება და არა გაღიზიანებადობა.
ამ სამი მონაწილიდან და არა ამ სამი მონაწილედან.
აქვს ჩივილები და არა გააჩნია გარკვეული ჩივილები.
ეზოში მანქანა დგას და არა ეზოში მანქანა აყენია.
სამარისებური სიჩუმე და არა სამარისებული სიჩუმე.
სიტყვა „ბულინგის“ მნიშვნელობა და არა „ბულინგის“ სიტყვის მნიშვნელობა.
ჩემ მიმართ და არა ჩემს მიმართებით.
X-მა ხელი დაიბანა ამ პრობლემასთან დაკავშირებით და არა X-მა ხელები დაიბანა ამ საკითხთან დაკავშირებით.
P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...