ვილაპარაკოთ ქართულად
ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 30.06

ბრაზობა, ბრაზობს და არა ბრაზიანობა, ბრაზიანობს.
გააიოლებს და გააადვილებს პარალელური ფორმებია.
დაიხშობა და დაიხშვება პარალელური ფორმებია.
დავიხრჩვე, დაიხრჩვე, დაიხრჩვნენ და არა დავიხრჩე, დაიხრჩე, დაიხრჩნენ (მაგრამ დაიხრჩობა და არა დაიხრჩვება).
კუბოკრული (იგივე უჯრედებიანი) და არა კლეჩატი (ბარბარიზმია).
ლაქტოზა და არა ლაკტოზა.
ლაქლაქებს და არა ლაქლაქობს.
მოსტაცებ და არა მოტაცებ.
მაღალხარისხოვანი და მაღალხარისხიანი პარალელური ფორმებია.
რაც მართალია, მართალია და არა რაც მართალი მართალია.
ქვითკირი და ქვიტკირი პარალელური ფორმებია.
ღონიერდება და არა ღონივრდება.
ჩაგიცვამს და არა ჩაგიცვია (საწყისი ფორმა – ჩაცმა).
ცმუტვა და ცქმუტვა პარალელური ფორმებია.
წაუსვამს და არა წაუსვია.
ჯაშუში და არა შპიონი (ბარბარიზმია).
არავის განსახილველი არ არის და არა არავისი განსახილი არ არის.
საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები
არ მომწონს (მე ისინი) და არა არ მომწონან (მე ისინი).
დროის ფასი ვინც არ იცის და არა დროს ფასი ვინც არ იცის.
ერთი მაგალითი მოიყვანეთ და არა ერთი მაგალითი მოიტანეთ.
ვისმა გულშემატკივარმა და არა ვის გულშემატკივარმა.
იმავეს გეუბნებიან შენც და არა იგივეს გეუბნებიან შენც.
მაყურებელმა თავის ფავორიტად აირჩია და არა მაყურებელმა მის ფავორიტად აირჩია.
მძიმედ აღიქვამენ ერთმანეთს და არა მძიმედ აღიქვავენ ერთმანეთს.
როგორ კონტექსტშიც არ უნდა იყოს და არა რა კონტექტსშიდაც არ უნდა იყოს.
როგორ მოგისვეს გვერდით და არა როგორ მოგიჯინეს გვერდზე.
რუჯს ერთად იღებთ? და არა რუჯს ერთად ღებულობთ?
სპილენძის მავთული და არა სპილენძის მართული.
P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...