ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№24

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 23.06, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ამური და კუპიდონი პარალელური ფორმებია.

აბოლოებს და არა აბოლოვებს.

ბალავარი და ბალავერი პარალელური ფორმებია.

ვესტიბიული და არა ვესტიბული.

თვალყურის დევნება და არა თვალყურის დევნა.

მოჭიქული (ნამცხვარი) და არა გლაზირებული (ნამცხვარი).

ოქტავა და არა ოკტავა.

ორიგინალი და დედანი პარალელური ფორმებია.

პარასკევი და არა პარასკები.

სათვალეები და არა სათვალები.

საერისთავო და არა საერისთაო.

უახლოესი და არა უახლოვესი.

ქაშაყი და არა სელდი, სელიოდკა (ბარბარიზმებია).

ჭკუათამყოფელი და არა ჭკუათმყოფელი.

ხეს ბევრი ვაშლი ასხია და არა ხეს ბევრი ვაშლი აბია.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ამის მიუხედავად და არა მით უმეტეს ამისა.

ამ ყველაფრის მიუხედავად და არა ყველაფრისდა ამის მიუხედავად.

გაცვდა (ის თვითონ) და არა გაიცვითა (ის თვითონ);

ვესროდით და არა ვესვრიდით (მაგრამ – ვესვრი).

ვიბრძვი და არა ვბრძოლობ.

ვულოცავთ და ვუსურვებთ (ჩვენ მათ მას) და არა ულოცავთ და უსურვებთ (ჩვენ მათ მას).

თქვენ გვერდით ვართ და არა თქვენს გვერდით ვართ.

მასხრად მიგდებს და არა მასხრად მაგდებს.

მალე ტაქსისაც ვიყიდი და არა მალე ტაქსსაც ვიყიდი.

მე არ ვამბობ ცუდი მოსაზრებით და არა მე არ ვიძახი ცუდად.

„ოსკარის“ მფლობელი და არა ოსკაროსანი.

„რუსთავი 2-ში“ მუშაობა და არა „რუსთავი 2-ზე“ მუშაობა.

სტატიკური მდგომარეობა და არა სტატიური მდგომარეობა.

ყველა (ყველანი) იქ ვისხედით და არა ყველა ვიჯექით იქ.

ყველაფერი მთავრდება (ან – ოდესმე დამთავრდება) და არა ყველაფერი დამთავრებადია.

ყოველი თქვენგანი და არა ყველა თქვენთაგანი.

შევეჯიბრებოდი და არა ასპარეზს გავუწევდი.

ძალიან მინდოდა ლევანთან დუეტის ჩაწერა და არა ძალიან მინდოდა ლევანისთან დუეტის ჩაწერა.

ძალით დამალევინე და არა ძალათი დამალევინე.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული