ვილაპარაკოთ ქართულად
ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 16.06

ამოვაძვრე, ამოაძვრე და არა ამოვაძრე, ამოაძრე.
ბავშვური (საწყისი ფორმა – ბავშვი) და არა ბავშური.
ბექთარი (ჯაჭვის პერანგი მეომრისთვის) და არა ბეგთარი.
გადმოკვეთს (საზღვარს) და არა გადმოკვეთავს (საზღვარს).
გამოსცემს და არა გამოცემს.
დიდხანს და არა ბევრხანს.
დაამჩნია და დააჩნია პარალელური ფორმებია.
ვერაფრის დიდებით ვერ ვიტყვი და არა ვერაფრის დიდებით ვიტყვი.
ვუყვარვარ და არა უყვარვარ.
საბაყლო და არა ბაკალეა, ბაკალეია.
სრულვყოფ და არა ვსრულყოფ, ვსრულყობ, სრულვყობ.
ტინეიჯერი და არა თინეიჯერი.
ყასაბი და არა მეყასბე.
ყურის მეზობელი და კარის მეზობელი პარალელური ფორმებია.
ძალოვნები და არა ძალოვანები.
ძვირად ღირებული საქონელი და არა ძვირიანი საქონელი.
წამომცდარი (სიტყვა) და წამოცდენილი (სიტყვა) პარალელური ფორმებია.
ხუნძები და არა ავარიელები.
საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები
არ მყავს მანქანა და არა არ მაქვს მანქანა.
არ გასცდენოდა და არა არ გასცდენილიყო.
გაიძრე (ტანსაცმელი) და არა გაიძერი (ტანსაცმელი).
გამყიდველები და არა გამყიდვლები.
გეგმავდა მოკვლას და არა გეგმავდა მკვლელობას.
იმ დღიდან, როცა გავიცანი და არა იმ დღიდან, საიდანაც გავიცანი.
ივრის ჭალები და არა იორის ჭალები.
კინემატოგრაფია და არა კინომატოგრაფია (მაგრამ – კინო).
კონტინენტური და არა კონტინენტალური.
მობილიზება გააკეთე შენი პირის აპარატის და არა მოაბილიზე შენი პირის აპარატი.
მომიწვიეს ამ წიგნზე სამუშაოდ და არა მომიწვიეს ამ წიგნში მუშაობისთვის.
სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და არა სკოლა ოქროს მედლით დავამთავრე.
სკალა და არა შკალა.
ქორწინების სახლში ხელის მოწერა გაფორმებულიყო და არა ქორწინების სახლში ხელმოწერა გაფორმებულიყო.
ყური მოუყრუა და არა ყური გაუყრუა.
შლაგერი და არა შლიაგერი.
ჩვენსავე სახლში და არა ჩვენსვე სახლში.
ჭკუაში დაუჯდა და არა ჭკუაში ჩაუჯდა.
ჯიბრიანი და ჯინიანი პარალელური ფორმებია.
ჰიპოთეტურად და არა ჰიპოტეტიურად.
P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...