ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№20

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 26.05, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აგდია და გდია პარალელური ფორმებია.

აჰკვრია და არა აჰკრობია, აკვრია.

გვაბრალებს და არა გვაბრალის.

დაპროგრამებული და არა დაპროგრამირებული (მაგრამ – პროგრამირება).

ეფემერული და არა ეფემერიული.

თვრება და არა ითვრება.

თრთოლა და არა თრთოლვა.

ინტელიგენტი და არა ინტილიგენტი.

ინფარქტი და არა იმფარქტი.

კოლოკვიუმი და არა კოლოქვიუმი.

მაქინაცია და არა მახინაცია.

მილიციელი და არა მილიციონერი.

სთხოვს და არა თხოვს.

სწვდება და არა წვდება.

სწყენს და არა წყენს.

სწყინს და არა წყინს.

ქოლერა და არა ხოლერა.

შეურაცხვყოფ და არა შევურაცხყოფ, შევურაცხვყოფ, შეურაცხვყობ.

წაუსვი და არა წაუსევი.

ჭიკჭიკებს და არა ჭიკჭიკობს.

ჯენტლმენი და არა ჯელტმენი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

გოგონა, რომელიც დამეხმარა და არა გოგონა, რომელმაც დამეხმარა.

ელემენტარულად და არა ელემენტალურად.

ეს პრობლემა ბავშვებს ეხება და არა ეს პრობლემა ბავშვებს ეხებათ.

იგი თავისად აღიქვამს და არა იგი მისად აღიქვამს.

მთელი ცხოვრება თან მდევს და არა მთელი ცხოვრება თან მსდევს.

თავისი გამომცხვარი ხაჭაპური და არა მისი გამოცხობილი ხაჭაპური.

თაობები ქმნიდნენ და არა თაობები ქმნიდა.

მკურნალობის გარეშე არცერთი ბავშვი არ დარჩება და არა მკურნალობის გარეშე არცერთი ბავშვი დარჩება.

პარტია „ლელოში“ გაწევრიანდეს და არა პარტია „ლელოსთან“ ერთად გაწევრიანდეს.

პატივი დასდე და არა პატივი დადე (მაგრამ – დადე წიგნი და არა დასდე წიგნი).

პოლიცია მოატყუა და არა პოლიციას მოატყუა.

ქართველებისა და ებრაელების მეგობრობა და არა ქართველებისა და ისრაელელების მეგობრობა.

ყველაფრის მიუხედავად და არა ყველაფრისდა მიუხედავად.

შედეგი ვერ გამოიღო და არა შედეგი ვერ გამოიწვია.

საკუთარი თავი დააჯერო (დაარწმუნო) და არა შენს თავს დააჯერო.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი