ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№19

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 19.05, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

არიან შეკრებილი და არა არიან შეკრებილები.

ასწია და არა აწია.

ბალანჩინიმ (მოთხრობითი ბრუნვა) და არა ბალანჩინმა.

გავიცანი, გაიცანი, გავიცანით, გაიცანით და არა გავიცნე, გაიცნე, გავიცნეთ, გაიცნეთ.

გეხვეწები და არა გეხვერწები.

დავდე და არა დავდევი.

დღისით მეძინა და არა დღე მეძინა.

თითებზე ჩამოსათვლელი და არა თითზე ჩამოსათვლელი.

იზამენ და არა იზავენ.

კომერციული და არა კომერციალური.

კონსულტაციების ჩატარება და არა კონსულტაციების წარმოება.

მართალი ვართ, მართალი ხართ, მართალი არიან და არა მართლები ვართ, მართლები ხართ, მართლები არიან.

მომიტაცებია და არა მომიტაცია.

მონაზვნის, მონაზვნით, მონაზვნად, მონაზვნები და არა მონაზონი, მონაზონით, მონაზონად, მონაზონები.

მწნილი და არა წნილი.

რამდენიმე წელიწადში და არა რამდენიმე წელში.

ფოტოების ჩაყრა და არა ფოტოების ჩაგდება.

ღამით მეძინა და არა ღამე მეძინა.

ხელჩაკიდებული და ხელჩაკიდული.

ხელდასხმა და არა ხელდასმა.

ყველაზე ხშირი და უხეში შეცდომები, რომლებსაც უშვებენ საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები

ადამიანი ავადმყოფობით გარდაიცვალა და არა დაიღუპა (დაიღუპა რაიმე კატასტროფის შედეგად).

ბროკოლიზე ვგიჟდები და არა ბროკოლზე ვგიჟდები.

გავაკეთე არჩევანი (ზოგადად), მაგრამ – ვინმეზე ან რამეზე შევაჩერე არჩევანი და არა ვინმეზე ან რამეზე გავაკეთე არჩევანი.

დაიშალონ და არა დაიშალნონ.

დაუთოება და არა დაუთავება.

დაპატიმრებულია და არა პატიმრობაში იმყოფება.

დაგვატეხა თავს და არა დაგვმართა თავს.

ვიღებ გადაწყვეტილებას და არა ვღებულობ გადაწყვეტილებას.

რის შემდეგაც და არა რის შემდეგადაც.

რისკი გვერდზე გადავდეთ და არა გავწიეთ რისკი გვერდით.

პუდრი და არა პუდრა.

ციხეში ვარ (პაემანზე) და არა ციხეზე ვარ (პაემანზე).

ხალხის პროტესტს თავისი შედეგი მოაქვს და არა ხალხის პროტესტს თავისი შედეგი გამოაქვს.

ხელი გამოგვიწოდა და არა ხელი გაგვიწოდა.

ხილი და ბოსტნეული გაჯერებული არ არის ვიტამინებით და არა ხილი და ბოსტნეული არ არის გაჯერებული ვიტამინებისგან.

ჩვენ რასაც ვამბობთ და არა ჩვენ რასაც ვიძახით.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი