ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№17

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 05.05, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აწონა (საწყისი ფორმა) და არა აწონვა

(შესაბამისად, წონის, აწონის და არა წონავს, აწონავს).

ატლანტის ოკეანე და არა ატლანტიკის ოკეანე.

აუდიენცია და არა აუდენცია.

მიბმული და არა მიმბული.

მისსავე (ძმას) და არა მისივე (ძმას), მაგრამ – მისივე ძმა.

ოკეანის (ნათესაობითი ბრუნვა), ოკეანიდან და არა ოკეანეს (ნათესაობითი ბრუნვა), ოკეანედან.

რეცხავს, რეცხავდა და არა რეცხს, რეცხდა.

სძენს და არა ძენს.

ტიუბაჟი და არა დიუბაჟი.

ტირეს (ნათესაობითი ბრუნვა) და არა ტირის (ნათესაობითი ბრუნვა).

ღმერთი (სახელობითი ბრუნვა), ღმერთმა (მოთხრობითი ბრუნვა), ღმერთს (მიცემითი ბრუნვა), ღვთის, ღვთისა (ნათესაობითი ბრუნვა), ღვთით (მოქმედებითი ბრუნვა) – თუ ქრისტიანული ღმერთი იგულისხმება, სხვა შემთხვევაში – ღმერთის, ღმერთით, ღმერთები.

წაუკითხავს (თურმე) და არა წაუკითხია (საწყისი ფორმა – წაკითხვა).

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ამხელა ამბად და არა ამხელა ამბავად.

არქიტექტორები გახლავან და არქიტექტორები გახლავთ.

გაჰყოლოდა და არა გაყოლიყო.

გემოვნებით აცვია და არა გემოვნებიანად აცვია, მაგრამ – გემოვნებიანი ადამიანია.

„გურიის“ ამბიციური გეგმები და არა „გურიას“ ამბიციური გეგმები.

ეს პრობლემა გამოკვლეული გვაქვს და არა ეს პრობლემა ნაკვლევი გვაქვს.

კომუნიკაციას ამყარებდა და არა კომუნიკაციაში შედიოდა.

მაპატიეთ ჩემი ცრემლები და არა მაპატიეთ ჩემი ცრემლისთვის.

მჭირდებოდა დაახლოებით საათ-ნახევარი და არა მჭირდებოდა სადღაც საათ-ნახევარი.

ნახვების რეკორდი და არა ყურადობის რეკორდი.

სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაცია და არა სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია.

სხვა გაზეთებისგან განსხვავებით და არა სხვა გაზეთებიდან განსხვავებით.

ტორნადოს შედეგად დაღუპული და არა ტორნადოს შედეგად გარდაცვლილი.

ყველა წავა სახლში (ან – ყველანი წავლენ სახლში) და არა ყველა წავლენ სახლში.

ჩემი ყველაფერი მოძრაობს და არა ჩემი ყოველივე მოძრაობს.

წარვდგე შეფების წინაშე და არა წარვსდგე შეფების წინ.

ჯანსაღად უნდა ვიკვებო და არა ჯანსაღი კვებით უნდა ვიკვებო.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი