ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№14

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 14.04, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ანახვა, ანახვებს და არა ანახა, ანახებს.

გაკრეჭა (თმის) და არა გაკრეჭვა (თმის).

დაუპატიჟებია და არა დაუპატიჟია.

ბედი ეწია, ბედს ეწია და არა ბედი ეწვია, ბედს ეწვია.

ეცადონ და არა ეცადნონ.

მოვრთო, მოერთოთ და არა მოვრთა, მოერთათ.

მალაიზიელი და მალაზიელი.

მთელი რიგი საკითხებისა და არა მთელი რიგი საკითხები.

ნუ აბრალებ და არა ნუ აბრალი.

ნაოპერაციები კაცი და არა ნაოპერაციევი კაცი; მაგრამ – ნაოპერაციევი ხელი და არა ნაოპერაციები ხელი.

ნაუცბადევი და არა ნაუცბათევი.

პირენეის ნახევარკუნძული და არა პირინეის ნახევარკუნძული.

უვნებელვყოფ და არა ვუვნებელვყოფ, ვუვნებელყობ, ვუნებელვყობ.

ფამილიარობა, ფამილიარული და არა ფამილარობა, ფამილარული.

შევიტყვე და არა შევიტყე.

შევუწყვე (ხელი) და არა შევუწყე (ხელი).

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არავის არ უნდა ენდო და არა არავის უნდა ენდო.

არცერთი მხარე არ უარყოფს და არა არცერთი მხარე უარყოფს (მაგრამ – არც ერთი მხარე უარყოფს და არც მეორე).

გავცილებივარ და არა გავცილებულვარ.

გადაწყვეტილებას იღებენ და არა გადაწყვეტილებას ღებულობენ.

გამათავისუფლებელი, განმათავისუფლებელი და არა განმანთავისუფლებელი.

გისვამს კითხვებს და არა გისმევს კითხვებს.

დააკავეს რამდენიმე პირი და არა დაკავდა რამდენიმე პირი.

ვერცერთხელ ვერ შეიკრიბა და არა ვერცერთხელ შეიკრიბა.

ლევანს ჰგონია და არა ლევანის ჰგონია.

მე არ შემირქმევია და არა მე არ შემირქვია.

მუსიკის მოსმენაში და არა მუსიკის სმენაში.

„ნაპოლის“ პოპულარობა მოუტანა და არა „ნაპოლს“ პოპულარობა მოუტანა.

ნივრის სოუსი და არა ნიორის სოუსი.

ოდნავაც არ მაქვს და არა ოდნავადაც არ მაქვს.

პირველ (ან – უპირველეს) ყოვლისა და არა პირველ რიგში (მაგრამ – ზის პირველ, მეორე... მეათე რიგში).

სწორი პოლიტიკა და არა სწორე პოლიტიკა.

ყველაფერს სჩადიან და არა ყველაფერს ჩადიან.

ჭყლეტაში ვიყავი და არა ჭყლეტვაში ვიყავი.

„ხალხის ძალის“ აზრი და არა „ხალხის ძალას“ აზრი.

ხმისთვის არ ამიწევია და არა ხმას არ ამიწევია.

P. S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი