ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№13

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 07.04, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აღიგავა პირისაგან მიწისა და არა აღიგავა მიწისაგან პირისა.

ავანტიურა და არა ავანტურა.

განმაახლებელი და არა გამანახლებელი.

გამგონი და გამგონებელი პარალელური ფორმებია.

გამეორება და განმეორება პარალელური ფორმებია.

განწყობა და განწყობილება პარალელური ფორმებია (მცირე ნიუანსური განსხვავებით).

გაუთოება და არა გაუთავება, გაუთოვება.

გაფართოება, განმარტოება, გაუწყლოება და არა გაფართოვება, განმარტოვება, გაუწყლოვება.

დაჯილდოება და არა დაჯილდოვება.

ერთი მხრივ და ერთი მხრით პარალელური ფორმებია.

ერთი მხრივ, მეორე მხრივ და არა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ.

იდეალური და არა იდიალური.

კვინტესენცია და არა კვინტენსცენცია.

მეჯღანე (ზუსტი თარგმანი – მეჩექმე) და არა საპოჟნიკი (ბარბარიზმია).

მათ გადაწყვიტეს და არა მათმა გადაწყვიტეს, მაგრამ მათმა მეგობრებმა და არა მათ მეგობრებმა.

რამდენიმე კითხვა და არა რამოდენიმე კითხვები.

სდებს ბრალს და არა დებს ბრალს; მაგრამ – დებს მაგიდაზე წიგნს.

სეანსი და არა სიანსი.

ქარიზმული და ქარიზმატული პარალელური ფორმებია.

შეეგუენ და არა შეეგუვნენ.

შუქნიშანი და არა სიმაფორი, სემაფორი, სვეტაფორი.

ჩავიწნავ და არა ჩავიწნი.

ცირკულაცია და ცირკულირება პარალელური ფორმებია.

ძალზე და არა ძალზედ (ძველი ფორმაა).

ძევს და დევს პარალელური ფორმებია.

ჰყავხარ და არა ყევხარ.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ამორტიზებული და არა ამორტიზირებული.

არასოდეს (არასდროს) გამიწყვეტია კავშირი და არა არასოდეს გამიწყვიტავს კავშირი.

არც ფიქრი და არც დარდი არ შემიწყვეტია და არა არც ფიქრი და არც დარდი შემიწყვეტავს.

არ გვიგრძნია და არა არ გვიგვრძვნია.

არ გავაკრიტიკოთ ამ ქცევის გამო და არა არ გავაკრიტიკოთ ამ ქცევისადმი.

აიღო გრანპრი და არა აიღო გრამპრი.

გვერდიგვერდ მდგარი ორი სკამი და არა ერთმანეთთან მდგომი ორი სკამი.

გრძნობენ დანაშაულს და არა გრძნობენ დანაშაულის შეგრძნებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი