ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№12

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 31.03, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ბატონმა დავითმა, ბატონი დავითის, ბატონი დავითით და არა ბატონ დავითმა, ბატონ დავითის, ბატონ დავითით.

გაჰფუჭებია და არა გაფუჭებია.

დატოვებს და არა დასტოვებს.

დავათვრე, დაათვრე და არა დავათრე, დაათრე.

ინკუბატორი და არა ინკუპატორი.

იგულისხმება და არა იგულისხმევა.

კატაკომბა და არა კატაკომბი.

კარტრიჯი და არა კატრიჯი, კარტიჯი.

პინგ-პონგი და არა პინკ-პონკი.

სატირული და არა სატირიკული.

საულვაშე და საულვაშო პარალელური ფორმებია (მცირეოდენი ნიუანსური განსხვავებით).

საურთიერთოდ და არა საურთიერთობოდ.

შეუკვეთს და არა შეუკვეთავს (საწყისი ფორმა – შეკვეთა და არა შეკვეთვა).

ჩატევს და არა ჩაატევს.

ჩვარი და არა მჩვარი.

ძალუძს, მაგრამ – ძალედვა და არა ძალუძდა.

ძირმაგარას (ნათესაობითი ბრუნვა) და არა ძირმაგარის.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არ ვჩივი და არა არ ვჩივივარ.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ორგანიზმისთვის რკინას ენიჭება და არა განსაკუთრებული მნიშვნელობა ორგანიზმისთვის რკინას მიუძღვის.

ვინ მოთვლის და არა ვინ მოსთვლის.

თანმდევი, თანამდევი ხმები და არა თანმსდევი ხმები.

თვითონ გასინჯე და არა შენით გასინჯე.

კალათას გავუგზავნი და არა კალათს გავუგზავნი.

კომიტეტისთვის წინასწარ არ მიგვიმართავს და არა კომიტეტს წინასწარ არ მიგვიმართია.

მაგალითს მოგიყვანთ და არა მაგალითს მოგიტანთ.

მინდა, რომ შენ და შენს შვილს დაგრჩეთ და არა მინდა, რომ შენ და შენ შვილს დაგრჩეს.

მინდოდა, განმეახლებინა და არა მინდოდა, გამენახლებინა.

მოგიგრეხ კისერს და არა მოგიგრიხავ კისერს.

პრესვიტერი და არა პრესპიტერი.

რაც საღიარებელია და არა რაც ასაღიარებელია.

სად მდებარეობდა სამეფო და არა სად იმყოფებოდა სამეფო.

უნდა დაუბრუნდე შენს ადგილს და არა უნდა დაუბრუნდე შენს ადგილას.

ჩემი შვილის მეტს (ან – გარდა) არავის უთქვამს და არა ჩემი შვილის მეტი არავის უთქვია.

ხალხმა, რომელმაც და არა ხალხმა, რომლებმაც.

ხრაშუნობს და არა ხრაშუნებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი