ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№4

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 05.02, 2021 წელი

ვიპალარაკოთ ქართულად
დაკოპირებულია

ალუბალი და არა ქვიშნა (კუთხური ფორმაა).
დაიხრჩობა და არა დაიღრჩობა.
დაკუტდება და არა დაკუნტდება.
თიბათვე (ივნისი) და არა ივანობისთვე.
თვრება და არა ითრობა.
მოულოცავს (თურმე) და არა მოულოცია, მოულოცნია (საწყისი ფორმაა მოლოცვა).
მოჰყავს და არა მოყავს.
საარჩევნო კამპანია და არა საარჩევნო კომპანია
(მაგრამ – მეგობრების კომპანია, სამრწეველო კომპანია).
სხვები ვაიძულე და არა სხვებს ვაიძულე.
ფრენ, ფრინავ და არა ფრინავხარ.
ქვეყნიერება და არა ქვეყნიერობა.
ქმედითი და არა ქმედითუნარიანი.
შედგა და არა შესდგა.
ყეფს და არა ყეფავს.
ხრახნი და არა ვინტი.
გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები 
გილოცავ დამდეგ ახალ წელს და არა გილოცავ დამდეგს
(დამდეგი ნიშნავს მომავალს; რაიმე თარიღს ან დღეს, რომელიც მალე უნდა დადგეს).
დამისვენია (მე), მაგრამ დამისვენებია (მე ის).
ევროპეოიდული (რასა) და არა ევროპეიდული (რასა).
ემპირიკოსი და არა ემპირისტი.
ექსპლუატაცია და არა ექსპლოატაცია.
ვიოლონჩელი და არა ვიოლინჩელი, ვიოლინჩელო.
იანიჩარი და არა ენგიჩარი.
იოდიზებული და არა იოდიზირებული.
ლითონი, ძვირფასი ლითონები და არა მეტალი, ძვირფასი მეტალები
(მაგრამ – მეტალურგიული ქარხანა).
P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი