ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№11

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 24.03, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ადგას (თავზე) და არა ადგია (თავზე).

ადიღე და არა ადიღეა.

ადიღეური და არა ადიღური.

გადაუღებლად და გადაუღებლივ პარალელური ფორმებია.

გადავუვედი და არა გადაუვედი.

გადაუვლის და არა გადაუარს.

დაიკვეხნის და დაიკვეხებს პარალელური ფორმებია.

ეიზენშტეინი და არა ეიზენშტაინი, აიზენშტაინი.

ეკვრის და არა ეკრობა.

ერტყმება, ერტყმის, ერტყმებოდა, ერტყმოდა, ერტყმოდეს და არა ერტყმევა, ერტყმეოდა, ერტყმევოდა, ერტყმევოდეს.

ერთხელ დავინახე და არა ერთჯერ დავინახე (მაგრამ – ერთჯერ ერთი უდრის ერთს).

მიისწრაფვის და არა მიისწრაფის (მაგრამ – მიისწრაფოდა, მიისწრაფოდეს და არა მიისწრაფვოდა, მიისწრაფვოდეს).

მიიყვანენ და არა მიიყვანებენ.

მოჰპარა და არა მოპარა.

ნაანგარიშები და არა ნაანგარიშევი.

ნათლისღება და არა ნათლიღება.

ნურავინ, ნურავის, ნურვინ და ნურვის პარალელური ფორმებია.

ნოუტბუკი და არა ნოუთბუქი.

ორსერიიანი, სამსერიიანი, ... ათსერიიანი და არა ორსერიანი, სამსერიანი, ... ათსერიანი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

აგიწერ და არა აგიხწერ, აგიღწერ.

არასდროს დამიმალავს და არა არასდროს არ დამიმალია.

დედის დღე და არა დედების დღე.

ვისთანაც მეგობრობდი და არა ვისთანც მეგობრობდი.

ინფორმაცია მივაწოდოთ X-ის შესახებ და არა ინფორმაცია მივაწოდოთ X-ის გარშემო.

ლაგამი ამოსდეს და არა ლაგამი გამოდეს.

ლევანს მხარს დავუჭერდი და არა ლევანის მხარს დავუჭერდი.

მათ განუვითარდათ სხვადასხვა დაავადება და არა მათ განუვითარდათ ჯანმრთელობის დაავადებები.

მოატყუოს ჯარისკაცები და არა მოატყუოს ჯარისკაცებს.

ფულის გზავნილი და არა ფულადი გზავნილი.

ცდილობენ, რომანტიზება მოახდინონ და არა ცდილობენ, რომანტიზირება მოახდინონ.

ძალიან მიყვარს ამბების სიღრმისეულად გამოკითხვა და არა მე ძალიან ჩაკითხვადი ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი