ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№8

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 03.03, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ამოსწია და არა ამოწია.

ბიჭვინთა და არა პიცუნდა.

გადაჰყურებს და არა გადაყურებს.

გამოუკვეთია და არა გამოუკვეთავს (საწყისი ფორმა – გამოკვეთა და არა გამოკვეთვა).

ეცალა და არა სცალოდა.

ეხება (ვინმეს) და არა შეხებაშია (ვინმესთან).

ეჭმევა და ეჭმება პარალელური ფორმებია.

ფანარი და ფარანი პარალელური ფორმებია.

ფანატიკოსი და არა ფანატი.

ფიტული და არა ფიტულა, ჩუჩელა.

შეემთხვას და არა შეემთხვეს.

შოკოლადის ჭიქური (დაახლოებით იგივეა, რაც მინანქარი) და არა შოკოლადის გლაზური.

ჩივი და არა ჩივიხარ.

ცუნამიმ (მოთხრობითი ბრუნვა), ცუნამის (მიცემითი ბრუნვა), ცუნამიდ (ვითარებითი ბრუნვა) და არა ცუნამმა (მოთხრობითი ბრუნვა), ცუნამს (მიცემითი ბრუნვა), ცუნამად (ვითარებითი ბრუნვა).

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ამისთვის იღვწი და არა ამისთვის მიიღწვი.

ბევრჯერ დამიცავხარ და არა ბევრჯერ დამიცვიხარ.

გაორმაგებული აქვთ წონა და არა გაორებული აქვთ წონა.

განხორციელდა პროექტები და არა განხორციელდა პროექტების განხორციელება.

დაინახეს მძღოლებმა და არა დაინახა მძღოლებმა.

ტინტორეტო და არა ტინტორენტო.

„ემპათიის“ დასკვნა და არა „ემპათიას“ დასკვნა.

ენერგოდანახარჯები მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი და არა ენერგოდანახარჯები მინიმუმამდე ყავთ დაყვანილი.

ზესტაფონელები და არა ზესტაფონლები.

თქვენი იმედი მაქვს და არა თქვენი თავის იმედი მაქვს.

მაჭახელის ხეობა და არა მაჭახლის ხეობა.

მართალნიც იქნებიან და არა სწორებიც იქნებიან.

ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს მოხმარების კადრებს და არა ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს მოხმარების ფაქტებს.

საჭმელი მხოლოდ თავისთვის მოიმზადა და არა საჭმელი მხოლოდ მისთვის მოიმზადა.

საავადმყოფოში გარდაიცვალა და არა საავადმყოფოში დაიღუპა.

ფართოდ გამოიყენება და არა ფართედ არის გამოყენებაში.

ხაბახუბა და ვინეგრეტი პარალელური ფორმებია.

ჰყავთ და არა ყავთ.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი