ვილაპარაკოთ ქართულად
ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 27.01, 2023 წელი
ამოხეთქავს და ამოხეთქს პარალელური ფორმებია.
ამომშრალი და ამოშრობილი პარალელური ფორმებია.
გადაურბენს და არა გადურბენს.
დამთრგუნველი და არა დამთურგვნელი.
დამიპატიჟებიხარ და არა დამიპატიჟიხარ.
დამამახინჯებელი და დამმახინჯებელი პარალელური ფორმებია.
ვიყოთ და არა ვიყვეთ.
თავსაყარი და თავსაყრელი პარალელური ფორმებია.
ნეაპოლური, ნეაპოლელი და ნეაპოლიტანური, ნეაპოლიტანელი პარალელური ფორმებია.
ფუსფუსებს და არა ფუსფუსობს.
ქალთევზას (ნათესობითი ბრუნვა) და არა ქალთევზის (ნათესაობითი ბრუნვა).
საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები
არნახული სოლიდარობა და არა უნახავი სოლიდარულობა.
არსებობს მედიკამენტები და არა არსებობენ მედიკამენტები.
აღარ მინდა სიტყვა გავაგრძელო და არა აღარ მინდა გავგრძელდე.
გელოდებიან შემსრულებლები და არა გელოდებათ შემსრულებლები.
გაფურჩქნილი და არა გაფურჩქნული.
გოგოებისაც მესმის და არა მესმის გოგოებისიც.
დაკავშირებულია იმასთან და არა ეს დაკავშირებულია იმით.
მოგწონთ თუ არა? და არა როგორ მოგწონთ?
პირველი დღიდან ამ არხთან ვარ დაკავშირებული და არა პირველი დღიდან ამ არხის გარშემო ვარ.
რაც მე ეგ დამიცავს და არა რაც მე ეგ დამიცვია.
რეალითი შოუმ და არა რეალითმა შოუმ.
საკუთარი თავი წარმოაჩინეს და არა საკუთარი თავები წარმოაჩინეს.
უფრო დიდი აუდიტორია მყოლოდა და არა უფრო დიდი აუდიტორია მყოლიყო.
ჩვენ ნამცხვრებს შეგვპირდნენ და არა ჩვენ შეგვპირდნენ ნამცხვრები.
წამყვანობასთან ერთად და არა პლიუს წამყვანობისა.
წმინდა მიწაზე, იორდანიაში და არა წმინდა მიწაზე, იორდანეზე.
P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან