ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№2

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 20.01, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ამასთან ერთად და არა პლიუს ამას.

ატროვება, ატროვებული და არა ატრუება, ატრუებული.

ატყუებს და არა ატყუილებს.

გავურბივარ, გაურბიხარ და არა გავურბი, გაურბი.

გავრეცხავ (სარეცხს) და არა გავრეცხ (სარეცხს).

დერეფანი და არა კორიდორი, კალიდორი.

თაიგული და არა ბუკეტი (ბარბარიზმია).

მატყუარას (ნათესაობითი ბრუნვა) და არა მატყუარის.

მომდევდა, მოგდევდა და არა მომსდევდა, მოგსდევდა. (მაგრამ მისდევდა).

მისადმი და მისდამი პარალელური ფორმებია.

მჩქმეტდა და არა მჩქმიტავდა (საწყისი ფორმა — ჩქმეტა), მაგრამ — უჩქმიტა და არა უჩქმეტა.

ოთუს ბირი (ანუ — ძალიან ძვირი) და არა ოთუს ძვირი.

უფროსი და არა უმფროსი.

წესიერად და არა წესივრად.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ამ სიმღერის შესრულება (ან — მღერა) და არა ამ სიმღერის სიმღერა.

არ მითქვამს და არა არ მითქვია.

დაიწყო მშენებლობები და არა განხორციელდა მშენებლობები.

ვასიამოვნო თამარს და არა ვასიამოვნო თამარი.

იმის მიუხედავად და არა იმისდა მიუხედავად.

მე არ ავტეხ ამბებს და არა მე არ ავტეხავ ამბებს.

მე ვაპატიებ (ახლანდელი დრო) ყველას და არა მე ვპატიებ ყველას.

მიჰყავდა გადაცემა და არა მიყავდა გადაცემა.

ნათესავები მისცვივდნენ და არა ნათესავები მივარდნენ.

ნუ შეუშინდები შეუცნობელს და არა ნუ შეუშინდები შეუცნობს.

ოჯახები არ ცხოვრობდნენ და არა ოჯახები არ ცხოვრობდა.

პირველი შენატანის გარეშე და არა პირველადი შენატანის გარეშე.

პოზირებს კამერებთან და არა პოზიორობს კამერებთან.

ყოველი ჩემი კომენტარი და არა ყოველივე ჩემი კომენტარი.

შეძლო, გაეკეთებინა და არა შესძლო, გაეკეთებინა.

შემთხვევის ადგილზე მუშაობს და არა შემთხვევის ადგილას მუშაობს.

შეურაცხყოფილი ვარ და არა შეურაცყოფილი ვარ.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი