ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№51

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 30.12, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აეროდრომი და არა ჰაეროდრომი.

აეროპლანი და არა ჰაეროპლანი.

ამპარტავნობა და არა ამპარტავნება.

გადაწყვეტდა, გადაწყვეტს და არა გადაწყვიტავდა, გადაწყვიტავს.

დავსწრებივარ და არა დავსწრებულვარ.

მიყვება ამბავს, მაგრამ — მიჰყვება დედას (იგულისხმება გაყოლა).

საბოლოო და არა საბოლაო.

სძულს და არა ძულს.

სჯერა და არა ჯერა.

სოია და არა სოიო.

ფოკუსი და არა ფოკუზი.

ჰეპატიტი და არა გეპატიტი.

ჰქვია და არა ქვია.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ადვილად მოსახერხებელი (ან — მოსახერხებელი) და არა მოხერხებადი.

არ იტყვიან უარს ამ ქმედებაზე და არა არ იტყვიან უარს ამ ქმედებისგან.

ბოკალებს და არა ბოკლებს, ბაკლებს.

გაგიმართლა, ამ ორ გოგოსთან რომ ცეკვავ და არა გაგიმართლა ამ ორ გოგოს შორის ცეკვა.

გაეხვია, გაეხვიოს და არა გაეხვა, გაეხვეს, გაეხვას.

გამოსასყიდი, გამოსასყიდად და არა გამოსასყიდელი, გამოსასყიდლად.

გუნდ „ლიგის“ წარმომადგენელი და არა გუნდი „ლიგას“ წარმომადგენელი.

დასწრებოდა ფართის და არა დასწრებულიყო ფართს.

დედაჩემი ცოტა შეცბა და არა დედაჩემმა ცოტა შეცბა.

დროის ინტერვალი და არა დროითი ინტერვალი.

ჟოლოსფერი და არა მალინისფერი.

რამდენიმე სპორტსმენი და არა რამოდენიმე სპორცმენები.

რუსკაც შემოგემატათ და არა რუსკამაც შემოგემატათ.

სპექტაკლში მთავარი პერსონაჟის როლი შეასრულა და არა სპექტაკლში მთავარი პერსონაჟის როლი მოირგო.

უყურებ რაგბის (მიცემითი ბრუნვა) და არა უყურებ რაგბს.

ჩემს გულს ბაგაბუგი გაჰქონდა და არა ჩემს გულს ბაგაბუგი გასდიოდა.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი