ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№50

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 23.12, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

კედი, კედები (რეზინისძირიანი სპორტული ფეხსაცმელი) და არა კეტი, კეტები.

მიგიკრავს და არა მიგიკრია, მიგიკვრია.

მოსაწყენი და არა მოსაწყენარი, მოსაწყინარი.

მოუყვანა მაგალითი და არა მოუტანა მაგალითი.

ჟინი, ჟინიანი და არა ჯინი, ჯინიანი (მაგრამ — მტრის ჯინაზე).

სიგრძე და არა სიგძე.

სტიპენდია და არა სტეპენდია.

ურტყამს და არა ურტყავს (საწყისი ფორმა — დარტყმა).

უზმო, უზმოდ და არა უზმა, უზმად.

ფუნდამენტური და არა ფუნდამენტალური.

ჩაუცმევია შენთვის ჩაუცმევიხარ და არა ჩაუცვიხარ.

ჩაუცვივდება და არა ჩაუცვინდება (კუთხურია), ჩაუცვივა.

ჩაქსოვილი და არა ჩაქსოვებული.

წკარუნებს და არა წკარუნობს.

ჯიჯგნის და ძიძგნის პარალელური ფორმებია.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ავადმყოფობას შეჭიდებული და არა ავადმყოფობას შეჭიდული.

არცერთ ბანაკს არ ეკუთვნოდა და არა არც ერთ ბანაკს ეკუთვნოდა.

დაიხურავ იმ ქუდს და არა დაიხურებ იმ ქუდს.

დიდი მნიშვნელობა და არა დიდი მნიშვნელოვნება.

ემოციებმა ძალიან ამიყოლია და არა ემოციებმა ძაან ამიყოლა.

დგახარ და არა დგეხარ.

კატაპულტა და არა კატაპულტი.

ოღონდაც ეს გააკეთოს და არა ოღონც ეს გააკეთოს.

სამივე გოგო და არა სამივე ეს გოგო.

ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და არა ჩემში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ხდება შეცდომაში შეყვანა და არა შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი